იცოდით, რომ 2020 წლის მარტის თვეში, რომის მუნიცეპალიტეტის და მსოფლიოს ქალაქების ადგილობრივი მართველობის გაერთიანებული ორგანიზაციის კულტურის დეპარტამენტის თაოსნობით, ბუენოს აირესის, ვაშინგტონის, ბარსელონას, ბილბაოს, ლისაბონის, იზმირის, მალმოს, ლიდსის, დუბლინის, ბოგოტას, მონრეალის, სან პაოლოს, ვან კუვერის და სხვა მსოფლიო ქალაქების მუნიცეპალიტეტის 50-ზე მეტმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა (ანუ„კონტრიბიუტორმა“) „რომის ქარტია“ შექმნა, ქვე სათაურით:
სრულფასოვანი და თავისუფალი მონაწილოების უფლება კულტურულ ცხოვრებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის და საზოგადოებისთვის
THE RIGHT TO PARTICIPATE FULLY AND FREELY IN CULTURAL LIFE IS VITAL TO OUR CITIES AND COMMUNITIES
აპრილის თვეში ქარტიის ავტორები, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ერთიანი ქსელის შექმნით დაკავდნენ. მოაწყვეს არა ერთი ონლაინ დისკუსია, ვებინარი, ფორუმი და ა.შ და დაადგინეს პირველი სამუშაო ვარიანტი „რომის ქარტიის“, რომელიც ოფიციალურად საჯაროდ 2020 წლის 29 მაისს გავრცელდა. დოკუმენტს ავტორებმა მცირედი კომენტარი დაურთეს და წარმოუდგენლად გულწრფელი, ჰუმანური და არაპროტოკოლური ენით მოგვმართეს:
„მხოლოდ რამდენიმე კვირაში COVID-19 გაანადგურა სამყარო, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით. ახალი რეგულაციები, ჯანმრთელობის დასაცავად რომ უნდა მივიღოთ და გავითავისოთ, ახლა ჩვენს ცხოვრების წესს შეცვლიან და კეთილდღეობას. ძალიან ვწუხვართ. ჩვენ განვიციდით. ვიხსენებთ იმას, რაც აქამდე მიგვაჩნდა თავისთავადად, მათ შორის კულტურასაც. თუმცა ვპოულობთ სიკეთის, სიმამაცისა და სოლიდარობის მოულოდნელ რესურს ჩვენს საზოგადოებაში, რომელსაც თავიდან ვესაუბრებოდით „ცხოვრებაზე კრიზისის შემდეგ”. ახლა კი ვაჩვევთ იმას, რომ დაავადება დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების საფრთხედ იქცევა და ერთად ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ ამ პირობებში. ჩვენი გამოცდილება იცვლება. გვეცვლება აზრი საკუთარ თავზე, სხვებზე და ზოგადად საზოგადოებაზე, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს ჩვენ შეფასებასაც ცვლის, რას აქვს ჭეშმარიტი მნიშვნელობა ცხოვრებაში, ვისით უნდა აღფრთოვანდეთ და როგორ გვინდა ახლა ვიცხოვროთ.“
მსოფლიო ქალაქების მერების მიერ დაწერილი ქარტიის შესავალი აშკარად დიდი სენტიმენტით გამოირჩევა. ეს ტექსტი ნამდვილად განსხვავდება იმ იდეოლოგიური ბელეტრისტიკისგან, რომელსაც პოლიტიკური ვალდებულება აკისრებს ადამიანს. თუმცა მეცნიერების რწმენით, ფიქრის, ემოციის, შეგრძნებების ბიოქიმიური ალგორითმი მექანიკურად გადასცემს ელექტრონულ სიგანლებს მილიონობოთ ნეირონს ტვინში და სუბიქტური განცდა ერთადერთი სიმართლე ხდება, რომელსაც ვუჯერებთ.
ქალაქის მერები იცით რაში გვარწმუნებენ? რომ კულტურა ის არის, რაც ადამიანის გამოცდილებას ცხოვრების მნიშვნელობად გარდაქმნის. ანუ იმ ღირებულებად, რომელიც ჩვენი ქმედების, გადაწყვეტილებების არსობრივ შინაარს აკეთილშობილებს. თანაც არა მხოლოდ კარგი გამოცდილება, არამედ ცუდიც. „კულტურა ზუსტად ისაა, თუ როგორ აფიქსირებენ, იზიარებენ ადამიანები თავიანთ ღირებულებებს - მათ შორის, არაცნობიერსაც ან ისეთს, რომლიის უშუალოდ ჩამოყალიბება არ შეუძლიათ. Culture is everything we do beyond survival!“ წერია შესავალში და კულტუროლოგებისთვის დამახასიათებელი დოგმატი ქალაქის მუნიცეპალიტეტის ხელმძღვანელების ტრაქტატში სრულიად მოულოდნელი სენტენციებით გრძელდება.
„კულტურა არის ყველაფერი, რასაც გადარჩენის შემდეგ ჩავიდენთ. კულტურა არის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი ცხოვრების გასამდიდრებლად. იგი თხავს ჩვენს ბიოგრაფიას, ჩვენს საქციელს განსაზღვრავს მაშინაც კი, როცა ნამდვილად ასე არ გვგონია. კულტურა აღწერს სამყაროს და ჩვენ ვხედავთ სამყაროს მისი ლინზის ჭრილში“
რატომ რომი?
ყველაზე დაზარალებული ქვეყნის დედაქალაქი მიმდინარე პანდემიისას? იმიტომ, რომ რომი მუდმივი ქალაქია. იმიტომ უძველესი და თანამედროვეა, იმიტომ რომ არც ერთს თითქმის ამდენი განსაცდელი არ გადაუტანია. მუდმივად გადარჩენილ ულამაზეს ქალაქს კი ნამდვილად შეუძლია ახალი პარადიგმების რეალობაში გაცოცხლება. Roma Aeterna!
რომის ქარტია 2020
მუხლი 27 1.
ყოველ ადამიანს აქვს უფლება
თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. 1948 წლის 10 დეკემბერი
http://www.2020romecharter.org/why/
პრეამბულა
ჩვენ, ხალხი, ვართ ქალაქი . ჩვენი რწმენით, ფასეულობებით და შემოქმედებით - ჩვენი კულტურით - ჩვენ ვქმნით ქალაქის საძირკველს და მის ოცნებებს, რომლებიც სასიკეთოდ თუ საუბედუროდ ჩვენი ინდივიდუალური და საერთო წარმოსახვის განსახიერებაა. ჩვენი ქალაქი ყველა მოქალაქეს უნდა დაეხმაროს, განავითაროს საკუთარი პოტენციალი და წვლილი შეიტანოს იმ საზოგადოების შენებაში, რომლის წევრებიც ვართ.
კულტურა არის ფასეულობების გამოხატულება, საერთო განახლებადი რესურსი, რომელიც ერთმანეთს გვახვედრებს, გვასწავლის თუ რა გვაერთიანებს და როგორ გავართვათ განსხვავებებულ აზრებს თავი ამ საერთო სივრცეში. ეს სხვადასხვაობა კულტურის სირღმეში არსებობს და სხვასახვა კულტურათა შორის იდგავს ფესვებს. სწორედ ეს სხვადასხვაობა უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ. რის საშუალებასაც ინკლუზიური, დემოკრატიული, მდგრადი ქალაქი იძლევა და აძლიერებს. კულტურა არის შემოქმედებითი სემინარი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ რეაგირება საერთო გამოწვევებზე. რაც ზოგჯერ გამოსავალია, ზოგჯერ კი საშუალება აღმოვაჩინოთ იგი.
2020 წლის რომის ქარტია ქვეყნდება მეტად ბნელ და გაურკვეველ დროს. COVID-19 კრიზისმა გვაჩვენა, რომ მიმდინარე განვითარების მოდელები და მიღებული ვარაუდები ხელახლა უნდა იქნას განხილული. იგი გვაჩვენებს, რომ კულტურული დემოკრატიის რეალურმა სულმა უნდა შექმნას ახალი მოდელები, ინკლუზიური და მდგრადი. ქარტია ჩვენი პირობაა „რომის ხალხისადმი“ მიცემული, რაც სიმბოლურად მსოფლიოს ყველა ხალხს და ქალაქს გულისხმობს. მისი შესრულება არ იქნება მარტივი, მაგრამ ესაა გეგმა, როგორ აღვადგენთ და გარდავქნით ჩვენს ცხოვრებას ერთად.
სფეროს შესაძლებლობები
სახელმწიფო ხელისუფლებას, ეროვნულ და ადგილობრივ მმართველობებს, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით და კონვენციით გათვალისწინებული, იურიდიული მოვალეობები აქვთ კულტურაში მონაწილეობის. ყველა აქტორთან ერთად მათ უნდა ჩამოაყალიბონ ეფექტური პოლიტიკა და ადეკვატური რესურსი ამ ვალდებულებების შესასრულებლად, სხაგვარად მათი დაპირებები მხოლოდ რიტორიკაა.
კულტურული დემოკრატიის დასამკვიდრებლად ქალაქი ასრულებს თავის მოვალეობას დაეხმაროს მოქალაქეებს:
DISCOVER აღმოაჩინონ კულტურული ფესვები, რათა აღიარონ თავიანთი მემკვიდრეობა ამ ქალაქში, თვითმყოფადობა და ადგილი, ასევე გაითვალისწინონ სხვების ადგილი და კონტექსტი; ყველას საკუთარი მემკვიდრეობა გააჩნია, როგორც კერძო, პირადი, ასევე საერთო. მემკვიდრეობა, რომელიც მათი ოჯახიდან მოდის, საზოგადოებიდან, საკუთარი სხეულიდან, დროიდან და ა.შ.; აქვე მნიშვნელოვანია გვესმოდეს ასევე სხვისი კონტექსტიც, ფესვები და ისტორია.
CREATE შექმნან საკუთარი კულტურული კონტექსტი და მისი გამოხატვის ფორმა, რაც გაამდიდრებს ქალაქის ცხოვრებას; კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად კი ქალაქს სხვა და სხვა შესაძლებლობების შექმნა და უზრუნველყოფა ევალება: საჭირო რესურსების, ტრეინინგების, განათლების მიღების, მხატვრული ნაწარმოების შექმნის დროის გარანტიაც კი. იქნება ეს სიმღერა, ცეკვა, ხელსაქმის კეთება, საკუთარი კომპიუტერული თამაშების გამოგონება, თუ სხვა გზა, რომლითაც თითოეული მოქალაქე დაკავდება და ბედნიერი იქნება.
SHARE გაიზიარონკულტურული სხვადასხვაობა და განსხვავებული შემოქმედებითი პოტენციალი, რაც სოციალურ და დემოკრატიულ ცხოვრებას გააღრმავებს. და თუ მე ვარ შემოქმედი, მაქვს უფლება და შესაძლებლობა, ჩემი ნამუშევრები გავუზიარო ყველას, ვინც დაინტერესებულია, ვისაც სურს ჩემი მოსმენა, საუბარი და კრიტიკა. რადგან როგორც შემოქმედი მოქალაქე, მე ვეთანხმები აზრთა სხვადასხვაობას.
ENJOY იპოვნონ ქალაქის ახალი კულტურული რესურსები და სივრცეები, რაც ყველას შთაგონების, განათლების და განახლების წყარო გახდება. კულტურის ხელმისაწვდომობა - იმ მეგობრების ხელთაცაა, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ. ეს განაპირობებს, თუ როგორ ვვითარდებით და გვესმის კულტურა, რა მოგვწონს და არა არა. და რაც მთავარია, როგორ ვირჩევთ ჩვენს ღირებულებებს, რაც განსაზღვრავს და აყალიბდეს მომავალ თვითმყოფადობას. შეიძლება ერთი კულტურის მემკვიდრე ვიყოთ, მაგრამ რეპერობა გვსურდეს ან ოპერის მომღერლობა და ვიდრე ეს მოგვწონს, გვსიამოვნებს, შთაგვააგონებს და განაახლებს ჩვენს ხედვას, ბეთხოვენია თუ ჩაკ ბერი, სუბიექტური არჩევანის უფლება ჩვენი ქალაქის ბიომრავალფეროვნებაა და ამ ეკოლოგიას დაცვა სჭირდება.
PROTECT დაიცვანქალაქის საერთო კულტურული რესურსები, რათა ყველამ შესძლოს მათით სარგებლობა დღეს და მომავალ წლებში. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ყველა კულტურის გაცნობა, მათი შეწავლება და გადაცემა მომავალ თაობებს, რომ დავიცვათ ისინი განადგურებისგან. ეს ყველაფერი კი ურთიერთდამოკიდებულებულია და წინასწარ ვერ განსაზღვრავ.
2020 წლის რომის ქარტია წარმოგიდგენთ უფრო ინკლუზიურ, დემოკრატიულ და მდგრად ქალაქს, რომლის შექმნა ყველას ვალია, ვინც იქ ცხოვრობს.
ამ განცხადებებმა განსაზღვრა ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება: მოგზაურობის დაგეგმვა შემდეგი ამოცანაა. ჩვენ ახლა ვიწყებთ ერთობლივ კონსულტაციების ფაზას, რათა შევადგინოთ დეტალური კულტურული პოლიტიკა, გეგმები და მოქმედებები, რომლიც სპეციფიკური უნდა იყოს კონკრეტული ადგილობრივი კონტექსტებისთვის.
განმარტებითი შენიშვნა
კულტურული შესაძლებლობების საკვანძო სიტყვები ყველა ზმნაა - ანუ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა: ჩვენ გთავაზობთ ადამიანზე ორიენტირებული მიდგომას და პროგრესის შემდგომ წრიულ ეტაპს