გაინტერსებთ პოსტ-კოვიდ ბელგიაში როგორ აღდგა საკონცერტო, საოპერო და სათეატრო პროცესები? ძალიან რთულია დაეთანხმო ზოგიერთების მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაშიც საკუთრივ ქართული გამოცდილება არ საჭიროებს საერთაშორისო ექსპერტიზის დათვალიერებას. თითოეული თეატრის და ფესტივალის 2 წლით ადრე დასრულებული შეთანხმებების და პროგრამის გადათამაშება 2021/2022 წლებში ყველა შეთანხმდა, რომ შეიძლება ახალ დროში კარგავდეს აქტუალობას. მაგრამ მუსიკა და მაყურებლის მიღების ახალი რეგულაციები გლობალურია და ნამდვილად კრიტიკული. შეაფასეთ თვითონ:
ბელგიის სამი ძირითადი სახელოვნებო ინსტიტუტი: ოპერა ლა მონე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი BOZAR და ბელგიის ეროვნული ორკესტრი ერთიანდებიან პოსტ-კოვიდ სამყაროში საკუთარი ფუნქციის შესასრულებლად და ახალ რეგულაციებს თავაზობენ მაყურებელს და პროფესიონალებსაც: მუსიკოსებს შორის 1,5 მეტრი დისტანცირების დაცვის საშუალებების უზრუნველყოფით, ასევე შესაძლებელი იქნება რეგულარული ხელების დაბანა და ნიღბების ტარება ცხვირისა და პირის ღრუს დასაცავად. 'ბოზარი' ასევე გააკონტროლებს:
☑️ კონცერტის უსაფრთხოების და ხარისხის ოპტიმიზაციის მიზნით, მოხდება დარბაზისა და პოდიუმის (სცენის) დისტანცირება. ☑️ 6 შესასვლელი და გასასვლელი იქნება ცალმხრივი, რათა უზრუნველყონ აუდიტორიის ნაკადის გასვლის ეფექტური მართვა. ასევე დაწესდება კონკრეტული დრო მაყურებლის შემოსვლის ორგანიზებისთვის. (როდესაც საკონცერტო დარბაზი ხელახლა გაიხსნება, შეიქმნება მცირე აუდიტორიის ჯგუფები, რომ შეამოწმონ მიღებული ზომები და თუ საჭიროა მათი შეცვლაც.) ☑️ ბილეთები მაყურბელის სახელზე გაიცემა და მათი დაჯავშნა/ყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტელეფონით ან ინტერნეტით. გაცვლის / დაბრუნების პროტოკოლი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ☑️ დღეიდან შეიქმნება მუსიკოსებისთვის სასცენო გეგმები სარეპეტიციო დარბაზში შესასვლელად და ისევე როგორც საკონცერტო დარბაზში. გათვალისიწნებული იქნება სოციალური დისტანცია და სანიტარული ობიექტების უზრუნველყოფა. ამ გეგმების ტესტირება მოხდება მათი პრაქტიკული მიზანშეწონილობის დასატესტად ☑️ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულისების ზონის დიზაინს და დამატებით ადგილებს, რომლებიც ასევე ხელმისაწვდომი იქნება დისტანციის დასაცავად. კულისებში ცხვირისა და პირის ღრუს დაფარული ნიღბებით მუშაობა სავალდებულოა, რათა მინიმუმამდე დაიყვანილი იყოს რისკები. ☑️ პროგრამირების თვალსაზრისით: მოხსდება "მასიური" ნამუშევრების გადახარისხება მცირე სიმფონიური ანსამბლებისთვის და ეს წესები იმუშავებს იმისთვის, რომ ბელგიამ ისევ ისე მიიღოს ამ სეზონში იონას კაუფმანი, მიშელ დე იანგი, ხატია ბუნიათაშვილი, სტანისლავ კანჩალოვსკი, რენო კაპისონი და სხვა მსოფლიო კლასის სტუმრები.
Commenti