top of page
Writer's picture Sophie Tortladze

10 პოლიტიკური დრამა, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ეპიზოდი მეოთხე

"მოკალი ევროპელი! მოკალი ! მოკალი იგი!"


კრისტოფ მარტალერის დრამატურგი, სტეფანი კარპი მას “შუალედური დროის რეჟისორს“ უწოდებს - A DIRECTOR OF THE ‘MEANTIME’ - როცა არაფერი ახალი დაუსკვნიათ, არც არაფერი ახალი დაწყებულა. “დრო შუალედში, ლოდინის დრო, დრო ძველი ფიქრების გახსენების, ძველი სიმღერების და შემორჩენილი მეგობრების... მისი თეატრი თითქოს მართლა აჩერებს დროს, დროს დაზარალებულს, ცარიელს.


მარტალერის სპექტაკლები, როგორც წესი, იწყება უმნიშვნელო ფრაზებით, ზოგჯერ ქმედებას უნებლიედ მიჯაჭვულით, მაგრამ უფრო ხშირად მუსიკით, რომელიც მაშინვე უნიკალურ ატმოსფეროს ჰქმნის და ისეთივე შინაარსიანია როცა სცენაზე შფოთვა ქრება და სიჩუმე სუფევს. როცა პერსონაჟები სიცოცხლის ნიშნებს თითქმის არ ავლენენ, არც არაფერი აერთიანებთ და თითოეულს სხვისი წარუმატებლობა ახარებს. მიუხედავდ იმისა, რომ მათი მზერა, ძირითადად შუშისებრი, ზოგჯერ იწმინდება, მაინც შესწევთ გარშემომყოფთა მიმართ ზიზღი განიცადონ. თუმცა კრიტიკოსები თვლიან, რომ მარტალერის თითქმის ყველა ნამუშევარი უფრო მუსიკალურ თეატრად უნდა ჩავთვალოთ, რადგან იგი მუსიკის მიხედვით აყალიბდებს ჟესტებს, მეტყველებას, ქცევის რიტმულ კომპოზიციებს. რეჟისორს სწამს, რომ მას მაყურებელშიც საუკეთესოს გამოვლენა შეუძლია. მაშინაც კი, როცა პერსონჟთა ქმედება ქაოსს ემსგავსება, ტექსტი და თხრობა მაინც ემორჩილება თვითგამორკვევას "მკვდარი" დროის ასამოქმედებლად.




70-80-იან წლებში რეჟისორმა არაერთ გერმანულენოვან თეატრთან ითანამშრომლა და მცირე მაშტაბის მუსიკალური პროექტები შექმნა. ხოლო მას შემდეგ რაც ბაზელის თეატრში შემოქმედებითი ჯგუფი ჩამოაყალიბა, ანა ფიბროკთან და სტეფანი კარფთან ერთად, ღონიერი ნაბიჯებისთვის გაემზადა. ევროპულ თეატრში ეს ცნობილი კავშირი არც არასოდეს დაშლილა. ამიტომ მაყურებლის და პროფესიონალების აღიარება თითქმის თანაბრად განაწილდა შემოქმედებით გუნდზე. მხოლოდ რეჟისორები მაინც რჩებიან ლომზე მონადირეები, რომლებზეც ყოველთვის უფრო მეტს დაწერს ისტორია.


1951 წელს ერენბახში, ციურიხის მახლობლად, დაბადებული მარტალერი კლასიკურად გაწვრთნილი მუსიკოსია. იგი მუსიკას სწავლობდა ციურიხში, პარიზში - პანტომიმას, ცნობილ მსახიობთან და მენტორთან ჟაკ ლე კოკთან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან მარტალერმა შექმნა თეატრალური ნამუშევრები ბერლინის Volksbühne am Rosa-Luxembourg-Platz, ჰამბურგის Deutsches Schauspielhaus და ციურიხის Schauspielhaus, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელარ დაინიშნა 2000-2004 წლებში. მან დადგა მრავალი ოპერა, მათ შორის Pelléas et Mélisande, Fidelio, Katja Kabanowa, Pierrot Lunaire, ტრისტან და იზოლდა ბაეროითში და სხვა ათასი. მხოლოდ ვიდრე შვეიცარიის უმაღლესი თეატრალური ჯილდოთი, ჰანს რეიხარდის ბეჭდით, დააჯილდოვებდნენ, თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან თავისი ნებით გადადგა. ამბობენ პოლიტიკური უთანხმოების გამოო. პრიზები და ჯიდლოები ბევრი გადასცეს ცხოვრებაში, ცნობილმა შვეიცარიულმა თეატრალურმა ჟურნალმა “Theater heute” საუკეთესო რეჟისორად არაერთხელ გამოაცხადა. მხოლოდ მარტალერი მთელი მისი არსით, ფილოსოფიით, შემოქმედებით ყოველთვის მეამბოხე რეჟისორად რჩება და მისი საკულტო სპექტაკლი "მოკალი ევროპელი! მოკალი ! მოკალი იგი!" რეჟისორის ახალი წარმოდგენების მუდმივი წინაპირობა გახდა. სწორედ მან ჩამოაყალიბა მარტალერის რეპუტაცია და თავისი დროის დიდ რეჟისორთა გვერდით დააყენა.

პოლ შერერბარტის (1863-1915), ექსცენტრული გერმანელი მხატვრის, არქიტექტორის და პოეტის „ინდური ლექსის“ ფრაზა "მოკალი ევროპელი! გაანადგურე! მიასიკვდილე იგი!" შვეიცარიელმა რეჟისორმა 1993 წელს Volksbühne Theater Berlin დადგმის სათაურად აქცია. სპექტაკლს თეატრის მედროშე მოვლენად თვლიდნენ, რომელიც მუდმივი ანშლაგით მიმდინარეობდა 14 წლის მანძლიზე, რაც ევროპული თეატრისთვის ჭეშმარიტ გამონაკლსს წარმოადგენს. სწორედ ამ დადგმამ მოუტანა შვეიცარელ რეჟისორს ევროპული დიდება. სპექტაკლი შეიცავდა ყველა ელემენტს, რომლის დახმარებითაც იგი თავის მომდევნო დადგმებშიც ჰქმნიდა ფატალიზმის, აბსურდის, ბიუროკრატიის და აპათიის იმ ატმოსფეროს, რითაც ხელოვნებაში გდრ-ს დაცემას აღწერენ. ამიტომაც ხშირია მოსაზრება კრიტიკოსთა შორის, რომ მისი სპექტაკლები სერიალსაც ჰგავს. სეიალს, რომლის მთავარი თემა ადამიანის უკუღმართობა და განწირულობაა. მხოლოდ ამ თემის მაშტაბი გაცილებით გლობალურია.მისი სპექტაკლები არ შეიძლება მიეკუთვნოს რომელიმე გარკვეულ ჟანრს, რადგან სცენაზე მოქმედება გარკვეულწილად იმპროვიზაციაა, სხვა და სხვა სტილის და ტენდენციების ნაზავი. კომიკური სიტუაციებიც უხვადაა, ცრემლებით სიცილს რომ იწვევს. ის, რაც მუდმივად გრძლედება მარტალერის ნამუშევრებში, მისი უცვლელი სცენოგრაფის - ანა ფიბროკის ხელწერაა. სწორედ ფიბროკის ხედვით სათამაშო მოედანი რეჟისორის დადგმებში ყოველთვის ფორმალური, გულგრილი და უსულო სივრცეებია, რომელიც განსაწმენდლის ილუზიას ჰქმნის. ეს შეიძლება იყოს სადგური, მიტოვებული ფაბრიკა, სავარჯიშო დარბაზი, სასტუმროს ჰოლი, ლინგოფონიის კაბინეტი ან საგიჟეთიც კი.


ანა ფიბროკის შერჩეული სათამაშო მოედანი სპექტაკლისთვის "მოკალი ევროპელი! მოკალი!" ვებერთელა მოსაცდელი ოთახია, სადაც ცარიელი ლიფტიც კი მგზავრის გარეშე მოძრაობს. სცენოგრაფიის პირველივე დათვალიერებისას, თვალს კედელზე დიდი საათი იპყრობს, რომლის მახლობლად კიდია წარწერა: „დრო რომ არ გაჩერდეს". ეს ლოზუნგი ძალიან პოპულარული იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში. მხოპოდ საათი არ მუშაობს. წარწერის ზოგიერთი ასო კი წარმოდგენის დასაწყისშივე იატაკზე ვარდება და მთლიანად მრუდდება ფრაზის მნიშვნელობა. დადგმაში ცხადი ხდება, რომ დრო ნამდვილად გაჩერდა ამ ადგილას. ან პერსონაჟები იმ "შუალედურ დროში" აღმოჩნდნენ, რომელზედაც სტეფანი კარპი გვიყვება. თუმცა დაბნეული საკუთარი ცხოვრების მიმდინარეობით, ვერც კი ხვდებიან ამას. თითქოს დროის საერთო სივრციდან ამოვარდნილები მექანიკურად აგრძლებენ მას. მათი ყველა მოქმედება ნაკარნახევია არა სოციალური ან ფსიქოლოგიური მოტივით, არამედ მხოლოდ მუსიკალური რითმით.


Anna Viebrock Stage designer, costume designer, director and art educator, Germany


კლასიკური განათლებით მუსიკოსმა, მარტალერმა სიმღერებით გაახსენა მაყურებელს ისტორიის საამაყო ფრაგმენები, რითაც შვეიცარელმა რეჟისორმა გერმანული ეროვნული იდენტობის განწმენდა სცადა. ამიტომაც ევროპისთვის უკვე კარგად ცნობილი მათი აპოლოგიის გამო, წარმოდგენა ზოგმა რეკვიემად წაიკითხა, ზოგმაც იმედგაცრუებული, დაბნეული და ოდნავ ტრაგიკული გმირებისთვის რელიგიური განსაწმენდელი დაინახა. რადგან ადვილი მისახვედრი იყო, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მთელი ქვეყანა დაკარგულიყო. ინსტრუმენთან პიანისტი გამუდმებით იმეორებდა უცნობ სიმღერას, რომლის ტონალობაც დრო და დრო იზრდებოდა, ისევე როგორც ეჭვი მაყურებლის გონებაში: იქნებ დადგმის სათაური გამოსავალი იყო მისი გმირებისთვის ამ უსაზღვრო, უაზრო, საშიშ და უდროო სივრცეში მათი წამება რომ დასრულებულიყო.


სპექტაკლის პრემიერა 1993 წლის 16 იანვარს შედგა. იგი გადაურჩა მრავალ გარდატეხის პერიოდს და 178 სპექტაკლის შემდეგ, სულ ბოლო სპექტაკლი 2006 წლის 25 თებერვალს ითამაშეს.


სპექტაკლის სათაური პოლ შერერბარტის „ინდური ლექსიდან“ დღემდე ღიმილს იწვევს მათში, ვინც ეთანხმება, რომ პოეტის ურბანულ, ცივილიზებულ გერმანულ ენაში ნამდვილად იოლია მიაგნო სასტიკი ფანტაზიის გზას, რომელიც სპექტაკლის სათაურს „Murx Den Europaer! Murx Ihn! Murx Ihn! Murx Ihn! Murx Ihn Ab! “ უკიდურესად აშორებს ლიტერატურას და სულ სხვაგვარ თარგმანს ურგებს: „გაჟიმე ევროპელი, გაჟიმე!


48 views0 comments

Commentaires


bottom of page