top of page
Writer's picture Sophie Tortladze

სემ მენდესის „სამაშველო გეგმა“ თეატრისთვის (ბრიტანული რეცეფტი ქართული ანალიზისთვის)

Updated: Jun 7, 2021

“დიახ, ესაა სტატია თეატრზე. მხოლოდ არავის ხელის მოსაგრეხად დაწერილი, არამედ ეს სტატია სამაშველო გეგმაა ყველაზე დიდი გამოწვევის დასაძლევად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას აქვს გადასალახი” - ასე იწყება სემ მენდესის 2020 წლის 5 ივნისის სტატია „Financial Times“ -ში. ბრიტანეთის გავლენიან ასეულში პირველ 15 ადამიანს შორის დასახელებული თეატრის და კინოს 54 წლის რეჟისორი, რომელსაც ნამდვილად დიდი დამსახურება აქვს სფეროს წინაშე, პირველივე აბზაციდან საქმეზე გადადის და სტატისტიკის ფაქტობრივი მტკიცებულებით მკითხველს არწმუნებს, რომ ხალხს, რომელიც ამ სფეროში მუშაობს არც უსასრულო ფილანტროპიული ქველმოქმედება სჭირდება და არც მუდმივად ფულის თხოვნა გადასარჩენად. ეს სფერო (ბრიტანეთში) წარმატებული ბიზნესია და თეატრალურ სივრცეებს, აქტიურად მოქმედ ხელოვანებს და ანტერპრენიორებს ანუ საპროდიუსერო საამქროს (და უკვე დროა ამ პროფესიას სწორი სახელი ვუწოდოთ), მხოლოდ სამაშველო გეგმა სჭირდება გადასარჩენად.

„ბრიტანეთში 2018 წლის მონაცემებით (რადგან 2019 წლის სტატისტიკის შეგროვების და დამუშავების დრო და საშაუალება, პანდემიის გამო ნაკლებია) კულტურულ მოვლენებს მთელს ქვეყანაში 34 მილიონი ადამიანი დაესწრო და თითქმის იგივე, რაც ფეხბურთის პრემიერ ლიგის მატჩებს. სახელოვნებო ღონისძიებების საერთო სალარომ იგივე წელს 1 მილიარდ 28 მილიონი ფუნტი შეაგროვა, რითაც კულტურის სექტორი ქვეყნის ეკონომიკას 21%-ით დაეხმარა. მხოლოდ ლონდონმა 133 მილიონი ფუნტი ბეგარა შეიტანა ხაზინაში. მოკლედ თეატრი და ზოგადად ხელოვნება ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის გიგანტური ძრავაა, რომელმაც თავისი დომინანტი მნიშვნელობა პანდემიის დროსაც დაამტკიცა და არავითარ შემთხვევაში ეროვნული ჯანდაცვის სისტემის დასაჩრდილად, არამედ იმის შესახსენებლად, თუ რისთვის ღირს გადავრჩეთ.“ - წერს სემ მენდესი.

საქართველოში 47 სახელმწიფო ფესტივალი (თბილისის და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალები, თბილისის მოდის კვირეული, მუსიკალური, თბილისის თეატრალური და კინო ფესტივალები, ფესტივალი „საჩუქარი“ და კიდევ 41 სხვა) და 45 მოქმედი თეატრია. ამ რიცხვს აუცილებლად უნდა დაემატოს ფილარმონია, ყველა საკონცერტო დარბაზი ქვეყნის მაშტაბით, კინო-თეატრები, სხვა კერძო, დამოუკიდებელი, არა-სახელმწიფო სალარო, საიდანაც შემოსავლის ბეგარა სახელმწიფო ხაზინას ბარდება. ამის მონაცემების შეგროვების შემდეგ, ცხადი გახდება, რომ ხელოვნების სექტორი საქართველოში წამგებიანი მონოლითი სულაც არ არის.

„ნაყოფიერი თეატრალური ლანდშაფტი მრავალი დიდი და პატარა ელემენტისგან შედგება“-წერს სემ მენდესი თავის სტატიაში. „პირველი კომერციული სექტორია, იგულისხმება West End და კომერციული ტურისტული ადგილები; შემდეგ სუბსიდირებული სექტორი - ანუ არაკომერციული თეატრების მთლიანი ქსელი; Fringe venues ანუ ‘საფესტივალო სივრცეები’ – (სათეატრო/სახელოვნებო ლოკაციისთვის შერჩეული ნებისმიერი სხვა ფუნქციის მქონე შენობები და ადგილმდებაროება, სადაც იმართება წარმოდგენები); აუმრავი მცირე და მოძრავი თეატრალური დასები (ანუ სივცრის გარეშე მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივები), საერთაშორისო (გასტროლით ჩამოსული) წარმოდგენები და კონცერტები, რაც ყველაფერი ერთად დედაქალაქის თუ რეგიონის ყველა ასაკის მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის საინტერესო, ცოცხალი და აუცილებელი მოვლენაა.“ ასევე ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების, არჩევნების, რეფერენდუმის და მთლიანად დემოკრატიული ლიბერალიზმის გასამარჯვებელად მნიშვნელოვანი სამიზნე აუდიტორიის სტატისტიკური ჯამი.

„ბრიტანეთში ამას ემატება ტელე და კინო ინდუსტრიის მილიარდიანი ბიუჯეტიც, რომელიც უამრავ ადამიანს ასაქმებს გარდა მსახიობისა, სცენარისტებისა, დრამატურგებისა, რეჟისორებისა და პროდისერებისა. ამ ყველაფრის მიღმა ასევე გასათვალისწინებელია რეგიონალური და ტურისტული კომპანიების ფართო მაშტაბის პროგრამები, რომელიც ასევე ითვალისინებს ქვეყნის შემოქმედებით შესაძლებლობას და ფართო მასშტაბს აძლევს მას და ქვეყნის ყველა ქალაქსა და რეგიონს სხვა და სხვა ასაკის საზოგადოების ინტერესის მოსაზიდად და დასაკმაყოფილებლად, რაც ასევე შეიძლება გამოიხატოს ციფრებში. მარტივად რომ ვთქვათ, ცოცხალი შესრულება არის ყველგან და სჭირდება ყველას.

თუმცა ხელოვნების წარმატება დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით არ განისაზღვრება. მისი გლობალური პოზიცია, როგორც „რბილი ძალაუფლების უზენაესი ძალისა“ (“soft power superpower”) დღეს ფართოდ არის მიღებული. ეს არის ის, რაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს იზიდავს ბრიტანეთში და კულტურული ექსპორტის მაღალ პროცენტს გარანტირებს. თუმცა დღეს თეატრი და ცოცხალი ხელოვნება (გნებავთ გასართობი ინდუსტრია) სერიოზულ საფრთხეშია. მაგრამ ეს არ არის საგანგაშო; ეს უბრალოდ ფაქტის განცხადებაა.

Covid-19- ის საპასუხოდ იძულებით დახურული საჯარო საშემსრულებლო სივრცეები, სადაც ერთი დარტყმით ყველა სავაჭრო გზა ჩაიკეტა (აქ იგულისხმება ფართო ინფრასტრუქტურა თეატრში განთავსებული კაფეების, რესტორნების, წიგნის მაღაზიების, სეზონური ბილეთების და ა.შ). თავდაპირველად, მოქმედი სახელოვნებო ინსტიტუტების შეზღუდული ფულადი რეზერვები ამ დარტყმას ასე თუ ისე უმკლავდებოდა, თანაც სამუშაოს შენარჩუნების ბრიტანულმა სახელმწიფო სქემამ პრაქტიკულად იხსნა სახელოვნებო ორგანზიაციები თანამშრომლების დათხოვნისგან. მაგრამ სოციალური დისტანციის გაგრძელება შეუძლებელს ხდის სეზონის გახსნას.

პოსტ-კოვიდ პირობებში ბევრ სხვა ბიზნესს შეეძლება ადაპტირება - მაღაზიებს, ოფისებს, საზოგადოებრივ სივრცეებს, ზოგ რესტორანსაც. შემცირებული სიმძლავრით კინოთეატრსაც კი შეუძლია ერთი ფილმის ხუთჯერ ჩვენება დღეში, რაც სოციალური დისტანციის პირობებშიაც შესაძლებლს გახდის შედარებით წარმატებულ კომერციულ პერსპექტივას. მაგრამ თეატრი და ცოცხალი სპექტაკლი - ერთი სეანსით დღეში, და გასაყიდი ადგილების საშუალოდ 80 პროცენტით შემცირდებით - უბრალოდ ვერ იარსებებს.

საქართველოში სახელმწიფო რეგულაციების დამტკიცების და აღსრულების თანავე, ასევე მნიშვნელოვანია დავითვალოთ უსაფრთხოების და თავდაცვის საშუალებების შესაძენად საჭირო მატერიალური რესურსი, რომელიც თეატრებმა უნდა გახარჯონ. სრულიად მოსალოდნელია ნიღბების, (მსურველთათვის) ხელთათმანების, დეზინფექტორების და სხვა სამედიცინო პროდუქციის შეძენა და დარბაზის დეზინფექცია ყველა სტანდარტის დაცვით.

მაშინ სად არის გამოსავალი? როგორც მეცნიერები გვამცნობენ, მოკლე ვადაში საშემსრულებლო ხელოვნება აშკარად ვერ აღდგება და ვერ დაუბრუნდება თავის ადგილს. ასე რომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ყველა ცოცხალი ინსტიტუტი, სანამ ისინი სივრცეებად არ გადაიქცევა. პირველ რიგში უნდა შევინარჩუნოთ მუშახელი (ყველა თანამშრომელი) და სამუშაოების შენარჩუნების ქვეყნის მიერ დასახული სქემა უნდა გაგრძელდეს; უნდა შეიქმნას პაკეტი, რომელიც მხარს დაუჭერს თავისუფალი (დამოუკიდებელი) და თვითდასაქმებული ხელოვნების მთელ არმიას, რომლებიც უამრავ საინტერესო და მნიშვნელოვან ნაწარმოებებს ჰქმნიან.

შემდეგ, უფრო რთული და გრძელვადიანი სამუშაო იწყება. მთავრობის მიერ თეატრის გადასახადების შემსუბუქების მიმდინარე სქემამ მთლიანად შეცვალა თეატრის რეპერტუარი: ახალი სპექტაკლების დადგმა და მრავალფეროვანი არჩევანი განაპირობა, რამაც გამოიწვია სექტორის ზრდა. დასაწყისისთვის, ჩვენ ვითხოვთ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში საგადასახადო შემსუბუქების მაჩვენებელი 20 პროცენტიდან 50 პროცენტამდე გაიზარდოს და ასევე გავრცელდეს იგი ამჟამად წარმოებაში მყოფი დადგმების მიმდინარე ხარჯებზე, ისევე როგორც შეჩერებული პროდუქციის რეპერტუარში დასაბრუნებლად.

ჩვენ ასევე გვსურს გავითვალისიწნოთ ის კერძო პირები, რომლებიც ინვესტირებენ სპექტაკლებში და მათ ხშირად "თეატრის ანგელოზებს" ვუწოდებთ. რადგან მათმა პირადმა ფინანსურმა ინვესტიციამ, რომელიც კომერციული თეატრის სასიცოცხლო ძარღვია, ჩაშვებული წარმოდგენების დანაკარგი დაფარა, შეძლებენ თუ არა ისინი ამ წაგების მომავალი მოგების საფასურით დაბალანსებას. რისი საშუალებაც თეატრებს და მათ ანგელოზებს საგადასახადო კანონმა იურიდიულად უნდა მისცეს, ანუ კანონში შესაბამისი ცვლილებებია შესატანი.

(ცნობისთვის: ერთობლივად, მათი ინვესტიცია ბრიტანულ თეატრში ყოველწლიურად 150 მილიონ ფუნტზე მეტს შეადგენდა კოვიდამდე. ნეტავ კომერციული თეატრის და კერძო ინვესტიციის დრო დადგეს მალე ჩვენთანაც?!)

ეს ყველაფერი კი ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს. ასე რომ, მთლიანი საშემსრულებლო ხელოვნების სექტორი მობილიზებულია თამაშის წესების შესაცვლელად, რათა შედგეს ერთიანი „კულტურაში ინვესტიციის მონაწილეობის სქემა“, სადაც გაერთიანებული იქნება კომერციული და სუბსიდირებული ეკოლოგია (ანუ კანონმდებლობით დარეგულირებული საერთო დოტაცია). რაც საშუალებას მოგვცემს მივაწოდოთ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფინანსური ბრუნვის ნამდვილი პერსპექტივა. მოკლედ გთავაზობთ, რომ ახლა მთავრობა „ანგელოზად“ წარმოვიდგინოთ და შესაბამისად მოვექცეთ. იგივე ფორმულა გამოვიყენოთ ინვესტიციის ამოსაღებად და წარმატებული შოუების მოგებაში მონაწილეობის მისაღებად, მას შემდეგ რაც ამ შოუებს უკვე გარანტირებული ექნებათ თავდაპირველი ხარჯები. .... ეს არ არის სახელმწიფოსთვის გრძელვადიანი დახმარების მოთხოვნა, ეს არის შეთავაზება მთავრობას, გავხდეთ ერთმანეთის წარმატებული ბიზნეს პარტნიორები.“ სემ მენდესი

ანალიზისთვის:

დაფინასნების დეფიციტი თანამედროვე კულტურის მხარდასაჭერად და განსავითარებლად საქართველოში ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა აღმოიფხვრას, როგორიც პასუხისმგებლობითაც უნდა მოვუფრთხილდეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის დასაცავ ფონდს. ეს პროფეისიული პასუხისმგებლობა, სცენის მიღმა და დარბაზის გარეთ არსებობს, საერთო მიზანი და ჩვენი საქმის და დანიშნულების ვალია. ამაზე 1 მაისს დავიწყე ლაპარაკი, როცა ამავე გაზეთის კულტურის სექციის რედაქტორმა ჯენ დელიმ სტატია გამოაქვეყნა: "სინათლე კარანტინის ბოლოს - საშემსრულებლო ხელოვნების მომავალი". სტატია მაშინ ზუსტად საერთო დისკუსიითვის ვთარგმნე, რადგან როგორც ჩანს ჩვენს სფეროში პოსტ-პანდემიური პოლიტიკა, ისევე როგორც რეალური კულტურის პოლიტიკა არ არსებობს. არც არანაირი გეგმა შემოუთავაზებიათ ჯერ სფეროში მოსალოდნელი კრიზისის დასაძლევად, ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ-თქო.

აშკარაა, რომ ამ მიზნის მისაღწევად პირველი და მთავარი პრობლემა, სადაც ყველა მივალთ, მომავალი დაფინანსებაა. რომელიც მჯერა პოსტ-პანდემიურ ქვეყანაში ტრადიციულად, არაკომპეტენტურად, მიმბაძველობით, ჩაწყობით, გავლენით კი არ უნდა გაეწიოს, ხშირად ფსევდო კრეატივს, არამედ რეალისტურად და მაღალი ხარისხის საქმის წასახალისებლად უნდა მოხდეს. ესე იგი კულტურის მართვის და დაფინანსების სისტემა უნდა შეიცვალოს. კადრები უნდა შეიცვალოს, რეალური კულტურის პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს, კანონი უნდა გადაიწეროს, დეცენტრალიზებას ყველაზე წარმატებული ქვეყნები ერიდებიან და ჩვენ რა ამბიცია გვაქვს ასეთი?

მსოფლიოში ეროვნული თეატრები, ოპერები, ფესტივალები საკმაოდ სერიოზული ინდუსტრიებია, უამრავი თანამშრომლით და მისიით რაც მთავარია, ქვეყნის ტურისტული და კრეატიული ეკონომიკის (ძარღვის) გადასარჩენად. აი, სადაა ჩვენი პრობლემა და კრიზისიც. ამდენი წელია დემაგოგიად ქცეულ სენტენციებს ვისმენდით, თეატრალური ინფრასტრუქტურა კი საქვეყნოდ განუვითარებელია. (ტექნიკური და ადამიანური რესურსი, საგანმანათებლო და სოციალური პროგრამები, არასწორედ გათავისებული PR&Marketing - რომელიც მხოლოდ fundrisings ნიშნავს, საერთო და რეგიონალური ონლაინ ბილეთების სისტემა, შიდა რეგიონალური ქსელი და თანაპროდუქციების სახელმწიფო დაკვეთები და ა.შ)

"საშემსრულებლო ხელოვნება ცოცხალია და არ არსებობს ამაზე დიდი შეუთავსებლობა, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს სათეატრო თუ მუსიკალური ფესტივალები. რადგან ნებისმიერი ფორმის სოციალური დისტანცირება მათ მთავარ დანიშნულებას არსობრივად ეწინააღმდეგება.“ წერს FINANCIAL TIMES კულტურის სექციის რედაქტორი, ჯენ დელი და აბსოლუტურად მართალია!

ყველაზე დიდი კრიზისი კი ფართო მაყურებელშია. ანუ უშუალო აქტორის გარეშე, ეს ინდუსტრია არ იმუშავებს. რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ხვალ გახსნილ თეატრის დიდ დარბაზებს ხალხი შეავსებს? როგორ წარმოგიდგენიათ მაყურებელთან მუშაობა (საერთაშორისო მაყურებელთან) მოცემულ და მომდევნო სიტუაციაში, როცა შიში მომდევნო ტალღის საჰაერო ტრანსპორში დიდია და პრაქტიკულად საყოველთაო თავდაცვა (overall sustainability) დიდხანს არ იარსებებს. ამიტომ პოსტ-პანდემიურ სამყაროში დასაბრუნებლად, მოდით ჩვენ თვითონ დავიწყოთ ლაპარაკი. დავწეროთ სტატიები, ინეტარქტიულად ჩავერთოთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს, შევქმნათ ფორუმი და გავაკეთოთ რამე.




50 views0 comments

Comments


bottom of page