top of page
Writer's picture Sophie Tortladze

კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მომავალი პოსტ-COVID-19 ევროპაში


ვიდრე საქართველო წევრი სახელმწიფო გახდება, გამოცდილებისთვის და არა მხოლოდ, საინტერსოა გავეცნოთ ევროპის კულტურის ფონდის, CULTURE ACTION EUROPE და მოწინავე ევროპული კულტურული ინსტიტუტების საერთო წერილს, ევროპის კომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენსის მიმართ მიწერილს, კულტურის სფეროსადმი გასაწევი მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მნიშნელოვანია პოსტ-კოვიდ ეტაპზე გადასასვლელად.


წერილი ასევე ეგზავნება ევროკავშირის კომისარს მარია გაბრიელს, მარგარიტის შინას, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის, ევროკავშირის წევრი სახელმწიოფოების კულტურის მინისტრებს და ევროპის პარლამენტის კულტურის კომიტეტის (CULT) წარმომადგენლებს


ევროპის კულტურული ფონდი და Culture Action Europe მნიშვნელოვნად აფასებს ევროკომისიის, წევრი სახელმწიფოების, ქალაქების, რეგიონების, კულტურული და შემოქმედებითი ორგანიზაციების ინიციატივებს და გაღებულ ზომებს COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი უპრეცედენტო კრიზისის საპასუხოდ. COVID-19 კრიზისი ცხადია, რომ კულტურულ და შემოქმედებით სექტორზე ყველაზე მძაფრად აისახა. ევროსტატის წინასწარი შეფასებით (და ეს გახლავთ ევოკავშირის სტატისტიკის ბიურო), ევროკავშირის მასშტაბით მან გავლენა იქონია 7,3 მილიონ სამუშაოზე კადრზე კულტურის სექტორში. დაზარალებულთა 30% -ზე მეტი თვითდასაქმებულია და მათ არ აქვთ შესაბამისი სოციალური დაცვა. გაჭიანურებული „სახლში პატიმრობა“ ცხადია, რომ გრძელვადიან გავლენას იქონიებს და სიღმისეულად დააზიანებს სექტორს ეკონომიკურადაც. ამ სირთულეების მიუხედავად, კულტურის სექტორმა გამოიჩინა უზარმაზარი სოლიდარობა კრიზისის ფონზე - შესთავაზა მათი ნამუშევრები უფასოდ ინტერნეტით, იზოლაციით გამოწვეული მორალური განცდის შესამსუბუქებლად. რითაც წვლილი შეიტანა ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ამ რთულ დროს.


ევროპის კულტურული ფონდი და Culture Action Europe გულითადად მიესალმება ევროპარლამენტის რეზოლუციას ევროკავშირის კოორდინირებული მოქმედების შესახებ, COVID-19 პანდემიით გამოწვეული შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც ხელი მოეწერა 17 აპრილს და გავრცელდება 2020/2616 წლებში. რეზოულიცაში ხაზგამისათაა აღნიშნული კულტურული და შემოქმედებითი სექტორების მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური როლი, აღიარებულია რა დამანგრეველი გავლენა მოახდინა კრიზისმა ამ სექტორში მომუშავე ადამიანებზე.


ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს მიმართვას ევროკომისიისა და ევროპის საბჭოსადმი პირველ რიგში გადაარჩინონ სიცოცხლე, დაიცვან სამუშაო ადგილები, უზრუნველყონ თანასწორობა და დემოკრატია. ჭეშმარიტი ევროპული ერთიანობის მისაღწევად ასეთ მრავალფეროვნებაში და ჩვენი საერთო მომავლის წარმოსადგენად, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ - ევროპულმა ინსტიტუტებმა, მთავრობებმა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ და მოქალაქეებმა, რათა შევიმუშაოთ ახალი წინსვლის გზები. უნდა ვიზრუნოთ სოლიდარობის ახალ კულტურაზე, მხარი დავუჭიროთ და შევინარჩუნოთ იგი არსებული კრიზისის მიღმაც. ამისთვის ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ევროპულ ინსტიტუტებთან, მთავრობებთან, ფონდებთან და მოქალაქეეთან, რათა ხელი შევუწყოთ ამ ძალისხმევას შემოქმედებითი გზებით. კრიზისმა გამოსცადა და შეამოწმა ევროკავშირის შესაძლებლობები ასეთ საგანგებო სიტუაციაში, აღმოეჩინა ეფექტური გზები და გაეცა პასუხი. საგანგებო მდგომარეობა საჭიროებს საგანგებო ზომებს, მოქნილობას, თანამშრომლობას და კოორდინაციას. ევროკავშირის პასუხი კრიზისზე და წევრ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობის მტკიცებულება განსაზღვრავს კიდევაც ევროპის მომავალს.


ხელოვნების, კულტურის, მემკვიდრეობისა და შემოქმედებითი სამყარო COVID-19 შემდეგ არ იქნება იგივე. ევროპული სახელმწიფოების მთავრობები ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციამ აიძულა გადააწყონ თავიანთი რესურსები, რათა უპასუხონ ყველაზე გადაუდებელ მოთხოვნილებებს და ამან ცხადია, მცირე ადგილი დატოვა ევროპული მასშტაბით კულტურის საკითხების გადასაჭრელად. ამ დროს სრულიად შესაძლებელია ფუნდამენტურად გადაიხედოს არსებული მიდგომები, სტრატეგიები და ინსტრუმენტები. ჩვენ უნდა შევუერთდეთ ევროკავშირს საერთო ხედვაში და ევროკავშირის სიმაღლიდან გადავხედოთ მომავალს და ვუზრუნველყოთ სამართლიანი გადასვლა უფრო მდგრად და მოქნილ მოდელებზე მომავალში.


2020 წლის 9 აპრილს, ევროგუნდის ფინანსთა მინისტრები მიესალმნენ კომისიის განზრახვას შეცვალონ ევროკავშირის ამჟამინდელი მრავალწლიანი ბიუჯეტის (MFF/Multiannual Financial Framework) პროექტი, სადაც აისახება კრიზისის გავლენა და სფეროს გამოწვევები პრიორიტეტების დაწესებით, ევროკავშირის გაერთიანებით, მთელი პასუხისმგებლობით და სოლიდარობის და სამართლიანობის დაცვით.

ვინაიდან ევროპის პარლამენტი, ევროპის კომისია და წევრი სახელმწიფოები ერთიანად აღიარებენ კულტურის და შემოქმედების სექტორის მხადაჭერას ევროპის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვის აღდგენითი გეგმის განუყრელ ნაწილად, მრავაწლიანი ფინანსური რეალიბილიტაციის განსაზღვრული მთლიანი ბიუჯეტის 7 პროცენტს Multi-annual Financial Framework (MFF 2021-2017), ვთხოვთ ევროკავშირს გამოჰყოს კულტურის სფეროსთვის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად დაწყებით ეტაპზე. ასევე ვთხოვთ ევროკავშირს Creative Europe პროგრამის გაძლიერებას გაორმაგებული ფორმატით, (სადაც საქართველოც მონაწილეობს. შენიშნვა ჩემია) და ამ პროგრამისთვის კიდევ დამატებით 1% ითხოვენ.


(შემდეგ პარაგრაფს უფრო კომპეტენტირად გაშლის „შემოქმედებითი საქართველო“. სპეციფიური ინფორმაციაა მომავალი აპლიკანტების საყურადღებოდ)

წერილის რეზიუმე კი საერთო მოწოდებაშია ევროკომისიისადმი აწარმოონ აქტიური დიალოგი კულტურის და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგელებთან, სექტორში მათი პლატფორმების (თეატრი, მუზეუმი, საკონცერტო, გალერისტები, გამომცემლობა, კინო, დიგიტალური, ალეტრანტიული, იმერსიული) მიზნისა და როლის გათვალისწინებით; ასევე შეიქმნას ჩარჩო ფორმატი, რომლის საშუალებითაც მოხდება კულტურის ევროპული საჯარო სივრცის სრულყოფილი ინფორმირება; მოხდეს სამართლიანი ინდეტიფიცირება საჭიროებების, კარგი პრაქტიკისაც, შეძენილი გამოცდილების, მძიმე გამოწვევების ფონზე. რადგან იგივე სოლიდარობის ახალი კულტურით, საერთო პრობლემის თანა-გაზიარებითა და თანადგომით მივაღწიოთ პროგრესს.

გარდა ამისა, მოვუწოდებთ ევროკომისიასა და ეროვნულ მთავრობებს (წევრ სახელმწიფოებს), კულტურის პროფესიონალები ჩართონ პანდემიასთან ბრძოლის ეროვნულ სამუშაო ჯგუფებში, როდესაც კი განიხილება შეზღუდვათა შემსუბუქება (თუ რეგულირება), რომ ერთად დავბრუნდეთ ახალ ნორმალურ ცხოვრებაში.

ევროკომისარი მარია გაბრიელი ხელმძღვანელობდა სექტორის მხარდაჭერას, როცა ევროკავშირის მიერ განიხილებოდა შვიდი სპეციფიკური ზომა COVID-19 კრიზისის დასაძლევად. სწორედ მან გაუსვა ხაზი იმ ჰორიზონტალურ ხერხებს, რომლებიც კულტურული და შემოქმედებითი სექტორების მხარდასაჭერად მიიღეს.

ეგზისტენციალური კრიზისი, რომელსაც ჩვენ განვიცდით, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს გაერთიანებისკენ, რათა ნაპოვნი იყოს პოტენციური პასუხი და გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალმხრივ პარტნიორობას ევროპული სოლიდარობისთვის.


საზოგადოებრივი და კერძო რესურსების კოსნოლიდაცია კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს მსოფლიოზე COVID-19 შემდეგ. უნდა შემუშავდეს თანამშრომლობის ახალი მოდელები და ინოვაციური ფინანსური საშუალებები ევროპული ფილანტროპიის გასამართლებლად, რომელიც დიდ სამსახურს გაუწევს კონტინენტს პოსტ-პანდემიის შემდეგ აღდგენით გზაზე.


ევროპის კულტურულმა ფონდმა და CULTURE ACTION EUROPE ევროპამ შეაფასეს საგანგებო ინიციატივები და ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა ევროპაში, საჯარო, კერძო და სამოქალაქო აქტორების მიერ. რაც შეეხება უშუალო შედეგებს, ისინი მალე გამქოვეყნდება. რაც ვიმედოვნებთ, რომ დაეხმარება ევროკომისიას, წევრ სახელმწიფოებს და სამოქალაქო საზოგადოებას შეიმუშავებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ზომები.



298 views0 comments

Comments


bottom of page