ადამიანების თანმდევი ჩვევაა, ხშირად გავახსენოთ ერთმანეთს წარსული. ურთიერთობის დასათბობად, გასამყარებლად, სახელმძღვანელოდ, აქცენტებით კონკრეტულ შეცდომებზე, ანდაც უბრალოდ, ნოსტალგიის გამო. თუმცა იშვიათად ვაკეთებთ ამას გაცდენილი დროის დასაფიქსირებლად, ან თუნცად გვიანი რეფლექსიისთვის. როდესაც მარკ ცუკერბერგმა ფეისბუქის ქსელს გასული წლების „მოგონებები“ MEMORY დაამატა, მერკეტოლოგებმა და ეკონომისტებმა ამას სოციალური პლატფორმის ყველაზე ცინიკური ელემენტი უწოდეს: იაფი ხრიკი მუდმივად მიგიზიდოს ალგორითმა, რომელიც შენი ცხოვრების ყველაზე სენსიტიურ ინფორმაციას ფლობს. თუმცა სოციალურ ქსელში საკუთარი ხელით საჯაროდ შენახული მოგონებები ნებაყოფლობითი აქტია და მათი შეხსენებით ფეისბუქ ტექნოლოგიის გენიოსი ჩვენი ცხოვრების შესახებ გვაფიქრებს, ისევე როგორც დროის კატეგორიის და როგორც ბედისწერის შესახებ.
4 წლის წინ, ედინბურგის ფესტივალზე გაწაფული მუშაობისას, აგვისტოს ქალაქს ატლანტის ოკეანედან წვიმების ციკლონმა გადაუარა. სტიქია და ომი ერთნაირად გაცლის წინააღმდეგობის ღონეს, თუმცა ყველაზე გულახილდილი ხდები ამ დროს და აქტიური სოციალურად. მხოლოდ აგვისტოს ატლანტური ქარიშხალის სეზონსაც ეძახიან ედინბურგში და ოკეანიდიდან მობერილ წვიმებს რომანტიზმის ელფერიც დასდევს. აი აგვისტოს ომს კი სამშობლოდან შორს განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვავ და არც იმას იხსენებ, რომ დიდ ბრიტანეთში, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ყველაზე მეტად სისხლით გაპოხილ მიწაზე დგახარ. აქ მხოლოდ შენია ყველაზე ძვირაფასი და ფეისბუქის პოლიტიკურად ხშირად ანგაჟირებულ სოციალურ ქსელს ყველაზე გულწრფელ გზავნილს ანდობ.
„არ მჯერა, რომ 8 წელი გავიდა რაც ომი გამოვიარეთ. ნამდვილი ომი! საკუთარ კანზე და თვალწინ, სინამდვილეში. მაშინ ისიც აღმოვაჩინე, რომ ომი საჯარო და კრებითი კი არა, საკუთარი და ძალიან კერძო განცდის, ჩვენი ბიოგრაფიის პირადი ისტორია შეიძლება გახდეს. ესე არაა? ყველას თავისი ამბავი აქვს მოსაყოლი 8 წლის წინ დღევანდელ დღეს. საერთო კი მხოლოდ ერთი ჯანსაღი აზრია: რამდენი ნაბიჯი გადავდგით პროგრესისკენ 8 წლის მანძილზე?“ ... და მე მეკითხება დღეს ამას ცუკერბერგი ახლიდან 2020 წელს?!
არავითარი პოლიტიკა! ეს ტექსტი პატარა პუბლიცისტური გზავნილიდანაა დიდი ბრიტანეთიდან, ჩვენზე და სამყაროს პროგრესზე, რომელიც ახლიდან გამახსენეს. ალბათ იმიტომ მომესმა იგი ასე არტიკულირებულად, რომ ამ რვას კიდევ ოთხი დაემატა და 12 წლის შემდეგაც, კულტურულ კონტექსტში, თუ კონკრეტულად სახელოვნებო საქმიანობასთან დაკავშირებით, პროგრესი ძნელი მოსათხრობია.
„თითქმის ორი დეკადაა რაც ამ საქმეს ვადგავარ, რომელსაც რამდენი გინდათ მესვეური, თანამოინახე და იდეოლოგი ხელმძღვანელობს საქართველოში. ეს უკვე ძალიან გვაცილებს სამყაროს პროგრესისგან. ხელოვნებას ქმნის ერის გენი, კოდი, ინტელექტი, ფანტაზია და არა სოციალური დაკვეთა და არაპროფესიონალები მთავრობაში.“ (2016 წლის სტატუსიდან. ვტოვებ უკომენტაროდ)
თანამედროვე სახელოვნებო მოვლენების და კულტურის დაფინასება, ფისკალური სტატისტიკით არც ერთი ქყვენის ბიუჯეტის პრიორიტეტი რომ არაა, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მაგრამ COVID-19 ორომტრიალის შემდეგ აშკარად გაირკვა, რომ
2020 წლის 9 აპრილს, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები მიესალმნენ ევრო კომისიის განზრახვას შეცვალონ ევროკავშირის ამჟამინდელი მრავალწლიანი ბიუჯეტის (MFF/Multiannual Financial Framework) პროექტი და მრავაწლიანი ფინანსური რეალიბილიტაციის განსაზღვრულ მთლიან ბიუჯეტს (Multi-annual Financial Framework - MFF 2021-2017) გამოეყო 7 პროცენტი, კულტურის სფეროსთვის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად დაწყებით ეტაპზე. ანუ გამოდის რომ სამყარომ ათასი ნაბიჯით აქაც გაგვისწრო წინ და არსებული ძალებით და ფანტაზიით სფეროს განვითარება უახლოეს მომავალშიც შეუძლებელია.
დიდ ბრიტანეთში ფესტივალი კამპანიაა არაა. არც სახელმწიფო გადაწყვეტილება და არც სერიები დაკვირვებით შერჩეული სპექტაკლების, კონცერტების თუ ა.შ. ეს ძალიან იოლია და ტექნიკურ შესრულებას მოითხოვს. (საუბარია ოსტატობაზე შეასრულო დავალება). არც „ნუვორიშულ“ თუ სუპერ-თანამედროვე ფორმებშია საქმე: ლაზერულ, დიჯიტალურ მატრიცებზე, განათების ენით აღუწერ სქემებში, თავდაყირა დაკიდებულ სცენებსა და დეკორაციაში, ან ჭერში სიარულზე. სამყარო წინ მიიწევს მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე ფიქრში, მეტი სიკეთის ძებნაში და კეთებაში.მახსოვრობის კათარზისით და ყველაზე უკეთესის სამსახურში. ისტორიის ცოდნით და უკიდეგანო განათლებით, რომლის შემეცნების და ზრდის პროცესი უსაზღვროა. ამიტომ თანამედროვეს და პროგრესულს შინ გაზრდა უნდა. „ეს საქმე საჯარო და კრებითი კი არაა, საკუთარი და ძალიან კერძო განცდის, ჩვენი ბიოგრაფიის პირადი ისტორია უნდა გახდეს: თითქმის იგივე ვთქვი, რაც 8 წლის წინდელმა ომმა აღმომაჩენინა (?!) ეს არც პარადოქსია და არც უმეცრება, 8 წელი გავიდა-თქო და ჩვენი პირადი გამოცდილება, მახსოვრობა მხოლოდ ჩვენივე პროგრესისკენ უნდა მივმართოთ. სხვა წარმატება, სხვა არჩევანი და ხეირი არც გაგვაჩნია.“ (ედინბურგი, შოტლანდია 2016 წელი)
Comments