top of page
Writer's picture Sophie Tortladze

ვეზუვის საიდუმლო ტრატორიაზე


ძმები ლუიჯი და ანტონიო ჩერიელოები სანტ-ანასტასიაში დაიბადნენ, ვეზუვის ფერდზე, სომას მთის ჩრდილოეთ კალთაზე, შავი ბაზალტის ქვაში გამოკვეთილ სოფელში. ძმები ჯუჯები აღმოჩნდენენ, ამიტომაც ’e curti’ , იქაური დიალექტით ‘მოკლე’, შეარქვეს. ბედმა ჯუჯები მოხეტიალე ცირკს გადაჰყარა, როგორც ‘შპრეხმაისტერები’ და მრავალი ათწლეულის განმავლობაში მთელს ქვეყანაში და საკუთარ სოფელში ამ სახელით შექმნეს იტალიური სუბკულტურის უნიკალური ფენომენი.

ძმებმა ჩერიელოებმა, მოხეტიალე ცირკთან ერთად, მთელს პენინსულას შემოუარეს და დახუნძლული კულტურული (მათ შორის კულიანარიული) ტრადიციებით საკუთარ სოფელში დაბრუნდენ.


ჯუჯები სანტ-ანასტასიაში, ნიაპოლთან, კაპრისთან, სორენტოსთან და ხუთივე ჯადოსნურ ‘ჩინკვე ტერე'სთან ახლოს, შავ ქვის ბაზალტში გამოკვეთილი ‘ტრატორიის’ პატრონები გახდნენ. ვეზუვის ფერდზე პატარა სასადილო ‘ქურტი’ დღეს სახელმოხვეჭილი ეპონიმური არტეფაქტია, ყველაზე ცოცხალი და უგემრიელესი კერძების მექა, სადაც სომას მთის სოფლებში განთქმულ ნიგვზის ლიქიორს, ‘ნუჩილოს’ ამზადებენ.

რამდენი წლის წინ, იტალიელ მეგობრებთან ერთად, ამ ტრატორიაში ვისადილე, ნიაპოლის სამხრეთით. მართალია ანტონიო ჩერიელო 1990 წელს გარდაიცვალა, მაგრამ საუკუნოვანი რეცეპტების მიხედვით დამზადებული რამდენიმე კერძის გასინჯვა მაინც შევძელი. დღეს „ქურტის“ ჩერიელოების ოჯახის წევრები განაგებენ და ტრატორიის საქმიანობას თავიანთი წინამორბედების სათანადოდ ასრულებენ. ორი ძმადან ერთი, ლუიჯი, 1973 წელს გარდაიცვალა, ამიტომ ანტონიოს სამზარეულოში მათი და, ასუნტა დაეხმარა. რომლის შვილიშვლმა, ანჯელამ და მისმა ქმარმა კარმინ დ'ალესანდრომ ‘კურტი’ დღევანდელ დღემდე ისტორიას შემოუნახეს და „ნუჩილოც“ გამასინჯეს. მაგრამ ყველაზე მთავარ მოვლენაზე საუბარი არ გაგვიმართავს. აღმოჩნდა, რომ სანტ-ანასტასიის კიდეში 200 იარდზე გაშენებულ კაკლის ბაღებს, ვეზუვიდან ამონახეთქ ბაზალტის ქვაში გაშენებული სოფლის ოაზისს, მოსავლის აღებისას სტუმრების მისაღებად ამზადებდნენ. და თუ კი „კაკლის რთველი“ მიძინებული ვულკანის ფერდზე მდიდარი აღმოჩნდა, იმ წლის შავი „ნუჩილო“ კამპანიის რეგიონის შავ ოქროდ გადაიქცევა.


რთველი კლიმატის ცვლილებასთან ერთად დროს ანუ ვადებს ხშირად იცვლის, როგორც მოძრავი რელიგიური დღესასწაული. უხსოვარი დროიდან, სომას მთის სოფლებიდან ოჯახები 23 ივნისის შუაღამისას იწყებდნენ მოსავლის აღებას. ხშირი ტოტებიდან კაკლის კრეფა 24 ივნისის დილამდე არ სრულდებოდა. რთველის თარიღი სინამდვილეში მართლა წმიდა იოანე ნათლისმცემელის დღესასწაულს დაემთხვა: კაკლის სიმწიფე და ნაყოფის აღების დრო, ვეზუვის კალთებზე ცხელ ღამეებში დამდგარ დღესასწაულს.


თავდაპირველად ეს ტრატორია ჩერიელოების ბიძას გაუხსნია, მას შემდეგ რაც სულიერ ცხოვრებას საერო არჩია და სოფლის მღვდელმა საკუთარ მრევლს ხორციელი სიამოვნებისთვის ნიაპოლიტანური სამზარეულოს შედევრები შესთავაზა. ტრატორიას „O Monaco“ანუ „ბერი“ დაარქვა. თუმცა ლუიჯი და ანტონიო ჩერიელოები სანტ-ანასტასიაში დაბრუნების შემდეგ, „O Monaco“ მთელი რეგიონის სოციო-კულტურული განვითარების ადგილად იქცა, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ძნელად შესაღწევ ტავერნად, სადაც ხშირად კრიმინალური საიდუმლო საზოგადოების ყველაზე ბნელი საქმეებიც წყდებოდა. გარეთ 1952 წელი იდგა.


საბოლოოდ ადგილს „ქურტი“ დაარქვეს და დღეს იგი სამხრეთ იტალიის კამპანიის რეგიონის ნიშანდობლივი სოციო-კულტურული ტრადიციაა.


ორი ძმის კულინარიულმა შემოქმედებითობამ ხელახლა აღმოაჩინა ნეაპოლიტანური გასტრონომიის უძველესი ნიმუშები.


მათ საუკუნეების წინ იპოლიტო კავალკანტისა და ვინჩენცო კორადოს სამზარეულო წიგნებში აღწერილი, ძველის ძველი ნეოაპოლიტანური საიდუმლო გააცოცხლეს, რომლებიც ავტორებს ადგილობრივ დიალექტზე აღუწერიათ და ასწლეულების მანძილზე ბევრს ისინი საიდუმლო ალქიმიის თუ მჩხიბავების მაგიურ თავად მიაჩნდათ.


ვინც კაპრის ნაპირებზე მომავალი ზაფხულის გატარებას გეგმავთ, გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და თქვენც ეწვიოთ ჩერიელოების ტრატორიას. მისამართი შეგიძლიათ იხილოთ აქვე:

From Nord

North of Naples after the toll, follow signs for the motorway Salerno-Reggio Calabria, Naples after their release central ring road, follow the exit Napoli Centro-directional resemble Cercola direction, and exit at Vesuviani countries (the output is in town of St. Anastasia)

From South

Southern Naples after the exit follow the signs for Rome-Naples-Casera to Junction Office complex, are like-direction and exit at Cercola Vesuviani countries (which are like putting on Street, towards St. Anastasia)

From the Est

East Naples after the exit follow the direction Naples and exit in the likeness of Arc. Once you have turned a few dozen meters on the right (even as you approach the curve of the exit follow the signs!!!), Cercola-Naples via Argine, exit Vesuviani countries.


We are in St. Anastasia (Na) in Via Padre Michele Abete, 6.



იპოლიტო კავალკანტი (1787-1859)

ნეაპოლიტანელი არისტოკრატი, ბუონვიჩინოს ჰერცოგი, რომლის კულინარიული წიგნი Cucina teorica-pratica ნეაპოლში 1839 წელს გამოიცა დი ჯი პალმას მიერ. იპოლიტო უძველესი, არისტოკრატიული ფლორენციული ოჯახიდანაა, საიდანაც წარმოიშვა გვიდო კავალკანტი, „დოლჩე სტილ ნოვოს“ პოეტი და დანტე ალიგიერის მეგობარი. იგი თავის ძმადნაფიც ჯუზეპე კომოსთან და სანტო სტეფანოს ჰერცოგთან ერთად ე.წ. "ნეაპოლის რჩეული" გახდა. ეს იყო დიდებულთა მცირე წრე, რომელიც ქალაქის მართვაში იღებდა მნიშვნელოვან მონაწილოებას.


მას შემდეგ, რაც საჭმლის მომზადებამ სიამოვნება მიანიჭა, იპოლიტომ ბევრი დრო დაუთმო რეცეპტების წიგნის გამოცემას, რომელიც 1837 წლიდან 1865 წლამდე ცხრაჯერ გამოიცა და თითოეული საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რადგან მუდმივად ფართოვდებოდა ავტორის მიერ. ეს იყო ეტაპი იტალიის გასტრონომიულ ლიტერატურაში, რაც პრაქტიკულად იტალიის ეროვნულ მემკვიდრეობადაა მიჩნეული.


ვინჩენცო კორადო

ვინჩენცო კორადო დაიბადა 1738 წელს ნეაპოლის სამეფოში, აპულიას რეგიონში, ქალაქ ორიაში. კორადო ჩვიდმეტი წლის ასაკში ნეაპოლში ჩელესტინის მონასტერში გაემგზავრა, სადაც მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ასტრონომიაში, მათემატიკაში, ფილოსოფიასა და ისტორიაში. მან ასევე შეისწყავლა კულინარიული განათლება, მოგზაურობდა ნეაპოლის სამეფოში და იტალიის ნახევარკუნძულის სხვა ადგილებში,სადაც ძველისძველ რეცეპტებს აგროვდებდა. საბოლოოდ კი შეიძინა ცოდნა, რომელიც როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სახელმძღვანელო გახდა. კორადომ შეისწავლა იტალიური სამზარეულო, რომელიც თავისი ისტროიული წიგნების გვერდებზე აღწერა. წიგნი ნათელი მოწმობაა მეთვრამეტე საუკუნის ნეაპოლის კულტურული ცხოვრებისა, თავბრუდამხვევი სოციალური უთანასწორობის შესახებ და წარმოუდგენლად მშვენიერ მხატვრულ განცხადებებზე ამ ქალაქში.



NOTES


'Nucillo E Curti Vesuvio Black Walnut Liqueur'

https://naturalwine.com/e-curti-nucillo-vesuvio-liqueur/


Corrado’s cookbooks (Il cuoco galante was reprinted several times in the decades after its publication) helped ensure that tomatoes became a key ingredient in Neapolitan cooking.







47 views0 comments

Comments


bottom of page