top of page
Writer's picture Sophie Tortladze

სოკრატე 'ვოლ-სტრით' ჟურნალიდან

პუბლიცისტური კამათი ერიკ ვინერთან, სტატიის „კრიზისის ხანის ფილოსოფია“ ავტორთან და ცნობილ ნიუ იორკერთან*


Philosophy for a Time of Crisis

THE WALL STREET JOURNAL, Eric Weiner

Copyright ©2020 Dow Jones & Company, Inc. All Rights Reserved.


Clockwise from top left: Socrates, Michel de Montaigne and Henry David Thoreau. ILLUSTRATION: / საათის მიმართულებით: სოკრატე, მიშელ დე მონტენი, ჰენრი დევიდ ტორო. ილუსტრაციის ავტორი: ჯონ ქუნიო 

*ნიუ იორკერი - იგულისხმება ცნობილი ამერიკული საკვირაო ჟურნალის „The New Yorker“ მწერალი და ჟურნალისტი, რომელსაც სხვა მნიშვნელოვანი გამოცმებიც უკვეთავენ სტატიებს. მათ შორის THE WALL STREET JOURNAL, რომელმაც გამოაქვეყნა მისი ბოლო სტატია 

სოკრატედან დაწყებული ალბერ კამიუმდე მსოფლიო მოაზროვნეებს არა ერთხელ უცდიათ ამოეხსნათ ბედისწერის უკუღმა ტრიალი და საკუთარი მკითხველისთვის პასუხი გაეცათ, ფილოსოფოსის ხედვით არსებობს თუ არა უბედურება. პანდემიის და ეკონომიკური ვარდნის დამსახურებით, ჩვენც ფილოსოფოსები გავხდით. რეკონვალესცენცია ანუ „ნელ-ნელა გამოჯანსაღება“ (slow cure) როგორც დარგი გვიხსნის, ზუსტად ისაა, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება: მხოლოდ საჭიროა ეს პროცესი განვიხილოთ არა როგორც მეტაფიზიკური თეორია, არამედ როგორც ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა განსაზღვრეს - სულის პრაქტიკული, თერაპიული წამალი. აშკარაა, რომ დღესაც ფილოსოფოსები გვეხმარებიან გადავჭრათ ეთიკის საკითხები, რომელიც პანდემიამ გააჩინა და ჩვენი დროის მთავარ შეკითხვებს გავცეთ პასუხი.


საქართველოში უცნობი პრობლემატიკა, რომელიც COVID-19 გაჩენიდან სნეულების განკურნვის ხანგძლივი პროცესის დროს მთელ მსოფლიოში ჩამოყალიბდა, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების გადავადებულ გახსნას, დაგვიანებულ თეატრალურ სეზონებს, თვით შეჩერებულ ეკონომიკურ პროცესებსაც კი არ უკავშირდება. იგი საკაცობრიო მნიშვნელობისაა და თანამედროვე კულტურის და ზოგადად აზროვნების გლობალურ მანტრას, თავად დემოკრატიას აყენებს ეჭვქვეშ.

პანდემიამ სერიოზული ეთიკური გამოწვევების წინაშე დააყენა სამყარო, რომელსაც თითოეული ქვეყნის უნიკალური კულტურული, თუ სოციო-ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე, განსხვავებული ჯანდაცვის სისტემები ვერ ერევიან. ახლად დამკვირდებული ტერმინი „გაიდლაინი“, რომელიც ექიმის სახელმძღვანელო პროტოკოლს ნიშნავს, სამართლიანი ხშირად არ არის. ავადმყოფთა განკურნვის პრიორიტეტულმა შერჩევამ, რომელიც სისტემაზე რაოდენობრივი მაჩვენებლის ზეწოლამ გამოიწვია, პაციენტთა და მათი ოჯახების სურვილების უგულველყოფამ და ძნელად განსაკურნ დაავადებულთა მსხვერპლად გაღებამ, ნაკლებად დაზარებულთა გადასარჩენად, - სამყაროს თანამედროვე ფილოსოფია შეცვალა. ფსიქოლოგიური ფაქტორი ანუ კაცობრიობის მენტალური გამოჯანმრთელება, გლობალურმა პანდემიამ გლობალურ გეგმად აქცია. რამაც ბუნებრივია უზარამაზარი გავლენა იქონია თანამედროვე მწერლობაზე, ხელოვნებაზე, რიგითი ადამიანის აზროვნებაზე. მისი შემოქმედებითი ძიება ცხადია გაცდა აქამდე აღმოჩენილ და განსაზღვრულ ცნებებსა და ღირებულებებს და ახლიდან ეძებს პასუხს ახლა უკვე ნაკლებად დასმულ ეგზისტენციალურ შეკითხვებზე.

„როგორ გადავიტანოთ გადაუტანელი? როგორ ვიპოვოთ ჭეშმარიტი ასეთ სათუო სამყაროში? ფილოსოფიას ადვილი პასუხები არ გააჩნია, მაგრამ იგი ჩვენს შეკითხვებს სხვა რაკურსით განიხილავს და ალტერნატიულ პერსპექტივებს გვთავაზობს. ესეც ნიჭია და უნარი, რომელიც ძალიან გვეხმარება მშვიდობიან დროს, ხოლო გაუსაძლისში უბრალოდ ფასდაუდებელია. ფილოსოფია ხომ ძალიან კარგად იცნობს ასეთ შემთხვევებს. მსოფლიოს უდიდესმა მოაზროვნეება თავიანთი საკულტო ნაწარმოებები შექმენს სწორედ პანდემიის, ეკონომიკური ამბოხის და დიდი სოციალური ღელვის დროს. მათი სიბრძნე შეძენილია - და არა პორტირებული. მსგავსად ინფორმაციისა ან ტექნოლოგიის. სიბრძნე ხომ არასდროს აღიქმება დროგადასულად. ფილოსოფიური ანალიზი კი არასდროს ყოფილა ასეთი შესატყვისი, როგორც დღევანდელ დღეს. კოვიდმა მოგვდრიკა, მოგვარჯულა და მიმართულების გარეშე დაგვტოვა. აწი ყველაფერი სათუოა. „ ეს ძალიან კარგია!“ - იტყოდა სოკრატე, დასავლური ფილოსოფიის მფარველი წმინდანი და პირველი მოწამე, ნამდვილად მიხვდებოდა ჩვენს მდგომარეობას. იგი ხომ ათენის ძალაუფლების ვარდნის, სამხედრო ავანტიურის, დიდი ჟამიანობის დროს ცხოვროვდა? თუმცა მიუხედავად ამისა სოკრატემ მის გაჭირვებულ დროში შესაძლებლობა მოძებნა, ღილის წვერით დაეჭირა ათენელები და დაერწმუნებინა პოეტებიდან დაწყებული გენერლებამდე, რომ ისინი ისეთი ჭკვიანებიც არ ყოფილან, როგორც თავად ეგონათ. გენერლმა ვერ აუხსნა რას ნიშნავს სიმამაცე, პოეტმა კი ვერ განსაზღვრა რა არის პოეზია. საითკენაც არ მიმოიხედა, მან დაინახა ხალხი, რომელმაც არ იცოდა , რაც იცოდა. დღეს კი როგორც „ლოკდაუნი“ (საკარნტინო რეჟიმი) გვაიძულებს, ისე უნდა შევჩერდეთ და შეკითხვა დავუსვათ შეფასებებს, რომლებიც ისე ღრმად ყოფილა ჩანერგილი ჩვენში, რომც არც კი გვცოდნია. ზუსტად აქაა, როგორც სოკრატე გვიხსნის, ფესვი პიროვნებაში დაგროვებული სიბრძნისა. ახლა ჩვენ ვცდილობთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, მაგრამ ხომ არ დაძველდა ჩვენი განსაზღვრება თუ რა არის „ნორმალური“? ვიცით, რომ ახლა დრო სიმამაცეს გვთხოვს, მაგრამ ვიცით კი რას ნიშნავს სიმამაცე? ჩვენ ხომ უკვე გავავრცეთ ჩვენეული გაგება სიტყვისა „გმირი“, რომელიც ახლა არა მხოლოდ ექიმებსა და ექთნებს კი არა, სურსათის მაღაზიის გამყიდვლებსაც გულისხმობს და კურიერებსაც. „ჰოდა, გადასარევი!“ იტყოდა სოკრატე: „ახლა დაუკვირდით სხვაგვარ მოცემულობას და სხვაგვარად დასვით შეკითხვები“ Eric Weiner, Aug. 27, 2020. THE WALL STREET JOURNAL


არსებობდა თუ არა სოკრატე სინამდვილეში?


სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. ილუზიაა მათი მასწავლებლის ქადაგეგბი, თუ მხატვრული ფორმა, არავინ იცის. თუმცა სოკრატეს პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად მიიჩნევენ და უფრო მეტიც, საერთოდ დასავლური ფილოსოფიის მთავარი თემების ფუძემდებლად. „იდეალები ეკუთვნის სამყაროს, რომლის გაგება მხოლოდ მცოდნე ადამიანს შეუძლია“ - უკვე საკმარისი სინათლეა თანამედროვე აზროვნების და პოლიტიკური იდეოლოგიის წასაკითხად, ისევე როგორც ხვალინდელი კულტურული თუ სოციალური სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად. დღეს მსოფლიო დებატებში მონაწილეობისთვის ჩვენმა საზოგადოებამ ნამდვილად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ახლიდან გადახედოს უხსოვარი დროიდან დანერგილ ცნებებს, ახლიდან ამოხსნას უკვე ნაცნობი მორალური ფორმულები და და რეალურ დროსთან კონტექსტში სხვაგვარი პერსპექტივით შეაფასოს არსებული მოცემულობა. ცოდნა, ისევე როგორც სიბრძნე, შეძენილია და დაე დიდი ფილოსოფოსი პლატონის „დიალოგებში“ გაიდეალიზირებული მხატვრული გმირი იყოს, წარმოსახვითი თუ რეალური მოძღვრების მისეული სიბრძნე ჩვენი გონების სალაროში ზუსტად ის ნიადაგია, სადაც ფესვს იდგავს ჩვენი ცონდა და სადაც ვიპოვით პასუხს, არსებობს თუ არა უბედურება.


„მე -19 საუკუნის ამერიკაში, ცნობილმა ესეისტმა და ფილოსოფოსმა ჰენრი თორომ(1817 - 1862) ქვეყანაში დამდგარი მძიმე პერიოდი, როცა ამერიკა სამოქალაქო ომისკენ მიემართებოდა, საკუთარი ფილოსოფიური ხედვის გამოსაცდელად გამოიყენა და ხალხი არასრულყოფილშიც მშვენიერების საპოვნელად დარაზმა. სექტემბრის ერთ მშვიდ დღეს, როცა იგი მასაჩუსეტში ვალდენის ტბას გაჰყურებდა, შეამჩნია რომ წყლის ისედაც ჭუჭყიან ზედაპირს ერთის თვალი ბინძურ ლაქებად აღიქვავდა, სხვა კი სარკისებრ ნატეხებად. თავად თორომ რაღაც სუფთა და ლამაზი დაინახა, „როგორც არასრულყოფილება მინაში“.


იგი ვალდენის ტბას სხვადასხვა მხრიდან დააკვირდა: ბორცვის მწვერვალიდან, ნაპირებიდან, წყალქვეშ, დღისით და მთვარის შუქზე. მოაჯირზე თავდაყირა გადაკიდებული, განცვიფრებული ათვალიერებდა ულამაზესლანდშაფტს. თუ ვერ შეცვლით თავად სამყაროს, თორო გვირჩევს, შეცვალეთ როგორ ხედავთ მას - მაშინაც კი, თუ ეს თავდაყირა გადატრიალებას გულისხმობს. მუზეუმები და თეატრები შეიძლება დაკეტილი იყოს, მაგრამ სილამაზე არსად გაპარულა არ დამალულა. როგორც თორო იტყოდა "ყველა ქარიშხლის წვეთში ცისარტყელაა.“


მიშელ დე მონტენი (1533-1592) გაცილებით ადრე და ყოველგვარი ექსპერიმენტის გარეშე განმარტოვდა საკუთარ კოშკში, დისტანცირდა მაშინდელ სამყაროს და, ერთგვარად, საკუთარ თავსაც, რომ უკეთ შეეცნო იგი. დღეს ის ჩვენც იგივეს გვირჩევდა: გამოიყენეთ პანდემია, როგორც შესაძლებლობა, განსხვავებულად დაინახოთ სამყარო თქვენს გარშემო და საკუთარი თავიც. მაგალითად, სრულებით შეიძლება თავს ყოველთვის ექსტრავერტად თვლიდით, მაგრამ უცებ მიხვდით, რომ რეალურად გსიამოვნებთ ეს სავალდებულო განმარტოება. ჰოდა ახლა ხელებგაშლილი დახვდით თქვენი თავის განსხვავებულ ვერსიას.


სიბრძნე ხომ არასდროს აღიქმება დროგადასულად? სტოიცისტური ფილოსოფიის სკოლა უდიდესი კატასტროფის შედეგად დაიბადა ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში. ათენელმა ფილოსოფოსმა ზენონ კიტიელმა მას შემდეგ დაარსა, რაც მისი გემი ათენის მახლობლად ჩაიძირა და უბედურებასთან გამკლავების რჩევები ახალი მეცნიერების საფუძვლად გამოდგა. სტოიკურ ფილოსოფიას აკურატულად აჯამებს რომის იმპერატორის ნერონის ყოფილი მონა, შემდეგ მასწავლებელი და დიდი მოაზროვნე, ეპიქტეტე (50-138 წწ): ”რაც ხალხს აწუხებს და სწყინს, არა თავად მოვლენებია და ფაქტები, არამედ მათივე შეხედულება მათ შესახებ”. ჰოდა შეცვალეთ იგი! შეცვალეთ რაც შეგიძლიათ და მიიღეთ ის, რაც შეუძლებელი გეგონათ. აი ფორმულაც, რომელიც ანონიმმა ალკოჰოლიკებმა უკვე გამოიყენეს და კიდევ ცბიერმა მაისურებმა, დაპრინტული „ჭკვიანი ციტატებით“.


კარგი სტოიკი პანდემიისთვის მოემზადებოდა წინასწარგანზრახული გეგმით - premeditatio malorum ანუ "უბედურების წინასწარ განსაზღვით". წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი სცენარი, რომელსაც მაგალითად რომაელ სენატორს სტოიკი ფილოსოფოსი სენეკა უწინასწარმეტყველებდა და გაიმეორეთ ისინი თქვენს გონებაში: „გადასახლება, წამება, ომი, გემის ჩაძირვა". თანამედროვე სტოიკის უბედურებათა სია ცოტა განსხვავებულია - „ბავშვის ტირილი, გადაუხდელი გადასახადები, ავადმყოფობა, შემაშფოთებელი სიცხე“ - მაგრამ იდეა იგივე. უბედურების ჭვრეტის შედეგად, ჩვენ მომავალს გაჭირვებით დამუქრებას არ ვაცლით. უბედურების მოლიდინით კი მოსალოდნელი უბედურება მცირდება.“ Eric Weiner, Aug. 27, 2020. THE WALL STREET JOURNAL


სტოიცისტური ფილოსოფია ქართულ თანამედროვე რეალობას გაცილებით უკეთ ესადაგება. იგი დღევანდელი პოლიტიკური თუ ზოგად იდეოლოგიური პროპაგანდის სიღრმისეული დანაკლისია, რაც დამაჯერებლობას აცლის დაზეპირებულ პოსტულატებს და სტერეოტიპებს, რომლებიც ქართულ თანამედროვე ხელოვნებაშიც ცდილობენ შეღწევას. ახლა ქვეტექსტების გადმოცემის ხერხი (რომელიც უკვე ძალიან იშვიათად გვხვდება), ისევე როგორც პლაკატური ილუსტრაცია, ხშირად ერთნაირად განიცდის სიღრმისეული მიზეზის ნაკლებობას. ზენონ კიტიელის მოძღვრება კი ზუსტად იმას ასწვალიდა, რომ ლოგოსი, როგორც უნივერსალური მიზეზი უდიდესი სიკეთე იყო ცხოვრებაში და შესაბამისად ყოველი ცხოვრებისეული მოვლენის თუ ქმედების მთავარ მიზანს ემსახურებოდა. თუ ადამიანი იმპულსისა და ვნების ინსტინქტის შესაბამისად ცხოვრობდა, ის ცხოველის მეტი არაფერი იყო; ანუ ყოფითი ბედნიერება, რომელიც ადამიანს კომფორტის ზონას ნაკლები ინტელექტუალური ბრძოლის, მცირედი პასუხისმგებლობის და კიდევ უფრო უმნიშვნელო სოციალური ვალდებულების პირობით უქმნის, სტოიკური ფილოსოფიის მიხედვით ცხოველის და არა ადამიანის ცხოვრების მიზანს ამართლებდა. სამოქალაქო საზოგადოება, აქტიური მაყურებელი, შემფასებელი და სცენიდან ინიცირებული დიალოგის მონაწილე მართებულად უნდა გრძნობდეს ხელოვანის მონათხრობის და ნანახის უნივერსალურ მიზეზს, ცხოვრების უდიდესი სიკეთესადმი ლტოლვას და ნამდვილ ვნებას, რომელსაც სტანისლავკის მეოთხე კედლის დანგრევაც შეუძლია. პრინციპში სტოიციზმი საბოლოოდ გახდა კიდევაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ფილოსოფია რომაულ სამყაროში. მან დღევანდელ პოსტ-კოვიდ სამყაროსაც საუკეთესო ფორმულა შესთავაზა, რაციონალიზმითა და ლოგიკით. მთავარია ახლა მაყურებელმაც და ხელოვანებმაც ერთად ავუღოთ ამ უდიდეს სიკეთეს ალღო.

პანდემიამ აბუჩად აიგდო ჩვენი გრანდიოზული გეგმები: სკოლის/უნივერსიტეტის დამთავრება, ქორწილები, მუშაობის პერსპექტივები: სიზიფის ლოდივით დაეშვა დაბლა და დაიშალა. ალბერ კამიუმ რეალურ სიცოცხლეში უფრო მეტი განიცადა, ვიდრე უბედურება: ალჟირში სიღარიბეში გაიზარდა, მსოფლიო ომი გადაიტანა და, მოგვიანებით, ინტელექტუალური ბრძოლა არ აცდა თავის თანამედროვე ფილოსოფოსებთან, ვიდრე ავტოკატასტროფაში 46 წლის ასაკში დაიღუპებოდა 1960 წელს. იგი იდეალური ფილოსოფოსია პანდემიისას საკითხავად, თუმცა არა დღეს ასე ხშირად ციტირებული მისი რომანის "შავი ჭირი" გამო, რომელიც სრულიად ხსნის ჩვენს გაჭირვებას. არამედ კამიუს ნაკლებად ცნობილი ნაწარმოების "სიზიფეს მითი"-ს გამო, ბერძნული მითოლოგიის სევდიანი გმირის შესახებ, დაწყევლილის ღმერთებისგან, რომლის გორაზე ატანილი ლოდი მაინც სულ ქვევით ვარდება. მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას, თქვა კამიუმ. ჩვენი ამოცანა Covid-19 მსგავსი კატასტროფების ამოხსნა არაა. უბრალოდ „წარმოიდგინეთ, რომ სიზიფე ბედნიერია". Როგორ? ლოდის ფლობით. ანუ კონკტრეული მისიისადმი თავის მიძღვნით. მიუხედავად მისი უშედეგოობისა, "სიზიფეს ბედი მას ეკუთვნის", - თქვა კამიუმ. ”მისი კლდე მისი ამბავია”. Eric Weiner, Aug. 27, 2020. THE WALL STREET JOURNAL



თქვენ მუშაობთ ერთი შეხედვით უშედეგო პროექტზე, დისერტაციაზე ან მარკეტინგის სტრატეგიაზე, რომელიც სამუდამოდ დაგვიანებული გგონიათ, დრო გადასაული და გეგმა ჩავარდნილი. კარგია, ამბობს კამიუ, თქვენ დაიწყეთ ცხოვრების აბსურდის გააზრება. ახლა მოიკრიბეთ მთელი ძალისხმევა თქვენი საქმისთვის, ინვესტირება მას გაუწიეთ და არა მოსალოდნელ შედეგს და ბევრად უკეთ დაგეძინებათ, რადგან სწორად შეაფასეთ ჩვენი მდგომარეობის აბსურდულობა. კამიუს რეცეპტი ჩვენი გამოწვევაა კოვიდის ეპოქაში: ამიტომ ჯიუტად შეინარჩუნეთ თქვენი გზა და საქმე, ვიდრე სასოწარკვეთას მიეცემით, ზუსტად ისე, როგორც კარგი ფილოსოფოსი იზავდა.




113 views0 comments

Comments


bottom of page