top of page
Writer's picture Sophie Tortladze

წერილი რობერტ შუმანს

Updated: May 11


ქვის ხანიდან სილიკონის ველამდე თანამედროვე კულტურა მაინც ყველაზე ძლიერი ფაქტორი ამოჩნდა ისტორიისთვის. რადგან მისი კვლევით, ანალიზით, აღმოჩენით შესაძლებელია ილაპარაკო ეპოქაზეც. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ განსაკუთრებით პოპულისტურ და პოლარიზებულ სამყაროში ხელოვნება ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა, ძველი და ახალი იდეოლოგიების დასამკვიდრებლად. ასეთ დროს და ვითარებაში კანონი და მისი უზენაესობა უსათუოდ მოქმედებს და იცავს შემოქმედის თავისუფლებას, პროგრესის პოტენციალს და ქვეყნის წარმატების რეალურ შანსებს.


ახლა საჭიროა თანამედროვე აზროვნების უდიდესი ტაბუ გადავლახოთ და გავათვითცნობიეროთ: ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა ეკონომიკურად წარმატებული. ქართული კაპიტალიზმი არასდროს არსებობდა. ევროკავშირი კი წარმატებულმა კაპიტალისტურმა ქვეყნებმა შექმნეს და საერთო ზნეობრივი ღირებულებები გაიზიარეს. რაც მათ ქცევასა და ნორმაში, წესებსა და ტრადიციებში დიდი ხანია ასახული იყო. მართალია გლობალური პოლიტიკა თავად უარყოფს მენტალურ საზღვრებს ერებს შორის ერთიანი სიკეთის მისაღწევად, რომელიც სამართლიან, ეკონომიკურად წარმატებულ, თავისუფალ და ბენდიერ საზოგადოებაშია. რეალურად კი როგორია ქართული ეროვნული კულტურა გლობალური პოლიტიკის ჭრილში? იგი დაუმორჩილებელი, დაპყრობილი ქვეყნის ცოცხალი ისტორიაა, ბრძოლის ველია, რომელიც დღესაც ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთთან მიჯაჭვულობისგან უნდა განთავსუფლდეს; ისევე როგორც მისი მართვა და კანონდებლობა, თორემ უზარმაზარი მემკვიდრეობის ერი კონტინენტის განვითარებას ფეხს ვერ აუწყობს.



„ევროპა ერთბაშად ვერ შეიქმნება და ვერც ერთიანად დაიგეგმება, მისი ჩამოყალიბება ისეთი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით უნდა დაიწყოს, რომლებიც სოლიდარობას ყოველდღიურობად აქცევს.

ქადაგებდა რობერ შუმანი საკუთარ დეკლარაციაში 1950 წელს და ძნელი წარმოსადგენი არაა რამხელა სხვაობა გვაცილებს ძირითად ევროპულ იდეებს უკვე ერთი საუკუნეა. 1921 წელს დაპრყრობილი 69 700 კვ. კმ-ს ქვეყანა 100 წლის შემდეგაც საკუთარი ტერიტორიული ერთიანობისთვის იბრძვის, ძლიერისგან გათავისუფლება სჭირდება და საკუთარი მითის ჩამოყალიბება. მითში არ ვგულისმობ არაფერ არქაულს, ფიქციას და რელიგიასაც კი. ეროვნული მითი ძალიან პრაქტიკულ მიზანს და დავალებას გულისხმობს, რომელსაც ხელისუფლება და ხალხი ერთნაირად უნდა ემსახუროს.



„აღარ არსებობს ფუნდამენტური ცივილიზაციური განსხვავებები. ვფიქრობ, მორალი უფრო მნიშვნელოვანია დღეს, ვიდრე ოდესმე. რაც უფრო მეტ ძალაუფლებას ვიძენთ, მით უფრო აშკარად დგება საკითხი, თუ რაში გამოვიყენოთ იგი. პასუხი კი სულ უფრო გადამწყვეტი ხდება, იმიტომ ძალიან ახლოს ვართ შექმნის და განადგურების ღვთიურ ძალასთან. რადგან შეუძლებელია შევაჩეროთ ტექნოლოგიური წინსვლა. მაშინაც კი, თუ ერთი ქვეყანა შეწყვეტს ხელოვნური ინტელექტის კვლევას, სხვა ქვეყნები გააგრძელებენ ამის კეთებას“ წერს მსოფლიოში ცნობილი „პრაქტიკოსი უტოპისტი“, ებრაელი ისტორიკოსი იუვალ ჰარარი.


საქართველო იყო და არის ევროპის წევრი ქვეყანა, რომელიც გაცილებით დიდ ევოლუციურ თუ კულტურულ მემკვიდრეობას ფლობს, ვიდრე წარმატებული ევროპული ქვეყნები და ეკონომიკები. (ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო-ბოლო 4 ივლისს მხოლოდ 244 წლის ხდება!) ეს იდეა ახლოა დღევანელ ქართულ მითთან. სიმდიდრე კი სათავეში არ იქმნება. არც წარმატება დგება მაშინვე. რეალობა ზუსტად ამის საპირისპიროა კაპიტალისტურ ევროპაში, ყოველ შემთხვევაში. რაც ქართულ უახლეს მითოლიგიას დიდ შანსს აძლევს.


როცა თანამედოვე სამყარო ხელოვნურ ინტელექტზე დაობს, ალბათ უნდა შევთანხმდეთ, რომ დღევანდელ პოსტ-კოვიდ ერაშიც კი, სადაც დიდი დეპრესიის მაპროვოცირებელი მიზეზი უამრავია, ნიჭიერ, სტარტეგიულად მოაზროვნე, მომავალის მჭვრეტელ ნოვატორებს და ენთუზიასტებს მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი. ჩვენი ქყვენის წინ წასაწევად და კულტურის სფეროს გადასარჩენად, მთავრობას და კერძო ანტრეპრენიორებს, მწარმოებლებს, სამუშაო ადგილების შემქმნელებს უნდა შევთავაზოთ ახალი სოციალური ვერსია და სტაგნაციაში მყოფი გასამრჯელოები, შემოქმედებითი ინდუსტრიის ფუნდამენტურად მცდარი გაგება, თვითდასაქმებული ხელოვანების არნახულად მზარდი რიცხვი, თუ მაღალტექნოლოგიური მონსტრების გავლენა თანამედროვე კულტურაზე, სფეროს აუცილებელი რეფორმის წინაპირობად დავინახოთ.


„მსოფლიოში მშვიდობის დაცვა შეუძლებელი გახდება, თუკი ჩვენი შემოქმედებითი ძალისხმევა იმ საფრთხეების თანაზომიერი არ იქნა, რომელიც მშვიდობას ემუქრება.“


წერს რობერტ შუმანი თავის ცნობილ დეკლარაციაში. იქნებ თანამედროვე საქართველოს მშვიდობიანი განვითარება, დაბრუნებული ტერიტორიების გარდა, ზუსტად იმ პოტენციალშია, რომელიც შემოქმედებას ახალ სოციალურ ვერსიას შესთავაზებს.

მისი თანამედროვე მოდელი უვნებელი ნამდვილად არ აღმოჩნდა არც მოქმედი და არც მომავალი თაობის ხელოვანებისთვის. კრიზისი, რომელმაც რამდენჯერმე აშკარად ჩაიარა, რეალური კატალიზატორი არც ერთხელ გამხდარა სფეროსთვის. თანამედროვე კულტურის ხელისშემწყობი ქართული სტრუქტურული მოდელი ხშირად საერთო ევროპული პროტოკოლიდან ნათარგმნი ზოგადი თეორიული დოქტრინის, დასამუშავებელი თეზისების და ერთიანი რეკომენდაციის პერეფრაზია. სამწუხაროა, რომ ღრმა ინტელექტუალურ ტექსტებს და დადგმებს ქართული სცენაც შეეშვა, კლასიკური მუსიკა კი ზოგად მაყურებელს იშვიათად კრებს რეგულარულ რეჟიმში ვებერთელა დარბაზებში. მაყურებელმაც და ხელისუფლებამაც ასეთი დროის კარნახს საკუთარი გეგმები შეუწყო და გულგრილობა შეპარული კითხულობს ახლა ჩემს სტატიას.


„... ჩვენ ხომ წლები დავახარჯეთ ნაგავ, ფასტ ფუდ საკვებთან*, უგონო კონსუმერიზმთან და სხვა დრამატულ ფენომენებთან ბრძოლას?! პრობლემის ნაწილი ახლა ეს სისხლისმღვრელი სერიალებიც გახდა, ჩვენს ნეტფლიქს-ღამეებს რომ კვებავს და საშინელ გემოვნებას გვივითარებს რიგით მაყურებელს (საბრალო კაცობრიობა)?!“ - მწერს ჩემი იტალიელი კოლეგა ვალერიო ბორჯანელი. „არა და ზოგერთ ადამიანში ასეთი ხელოვნება მისტიურობის განცდასაც კი ჰქმნის, ადამიანები ასეთი ტექტსებიდან ჟარგონებს ითვისებენ, ჟესტების ენას. ხალხი იმ სისულელის განდიდებას იწყებს, რის შესახებაც საჯაროდ ლაპარაკობენ. მერე და ისეთივე ადამიანები, როგორიც მე ვარ?!

და იმის ნაცვლად, რომ ჩვენვე ვაპროტესტებდეთ ამ რეალობას, ამ სახელოვნებო ნარატივით ვიხიბლებით.”


მთავრობის თუ სფეროს პროფესიონალების ვალია კულტურის რეფორმა ქვეყანაში?



ჩვენს ცხოვრებას ხშირად ართულებს პრობლემების და გასაკეთებელ არჩევანთა ხლართი და დაპირისპირებათა ვნება. ყოველი რეფორმა, ყველა პრეტენზია უნდა იყოს არა მხოლოდ თავისუფალი განხილვის საგანი, არამედ უფრო მეტიც: ინდივიდუალური ან კოლექტიური ქმედება მთავრობის მიმართ და გასაგონად. რადგან, როგორც ევროკავშირის შემოქმედი წერს, პროგრესი როგორც


“დემოკრატია უწყვეტი ქმნილებაა, რადგან მან იცის, რომ ის ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესდეს. მან ხორცი ხომ ეტაპობრივად შეისხა: იყო ხანგრძლივი ხელების ფათური,ზოგჯერ შეცდომები და უკან დაბრუნებაც ბარბაროსობაში.“ (რობერ შუმანი „Pour l'Europe“)


ამიტომ რეფორმა ითვალისწინებს იდეების განვითარებისათვის და მათ მაკორექტირებელ ზომებს, რასაც გამოცდილება, წარმატების და წარუმატებლობის გაკვეთილები,მათი ანალიზი, უფასო დისკუსი და შეფასების კონტროლი უზრუნველყოფს.


პატივისცემით,


სოფო თორთლაძე

122 views0 comments

Comentários


bottom of page